ბაილე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:49, 13 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბაილე – (ესპ. baile – ცეკვა), მცირე ზომის სასიმღერო პიესა-ინტერმედია მე-16-17 საუკუნეების ესპანურ თეატრში. წარმოდგენის მონაწილეთა სიმღერას ახლდა მიმიკა და ჟესტი. ბაილეში ასახული იყო ყოველდღიურობა, მოქმედი პირები იყვნენ სტუდენტები, ღატაკები, თავგადასავლის მაძიებლები (და სხვ.).