ფრიზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:17, 2 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფრიზი
- არქიტექტურულ ორდერებში ანტაბლემენტის შუა ჰორიზონტალური ნაწილი, რომელიც მოქცეულია არქიტრავსა და კარნიზს შორის. დორიულ ორდერში ფრიზი დანაწევრებულია ტრიგლიფებად და მეტოპებად, იონიურ და კორინთულ ორდერებში კი ივსება რელიეფის უწყვეტი არშიით ან ცარიელი რჩება.
- იატაკის, კედლის, ხალიჩის და ა. შ. შემომფარგლავი დეკორატიული ზოლი.