ტროსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:44, 3 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტროსი – (ბერძნ.) ტროას ეპონიმი („ეპონიმოსი“ ანუ „სახელმდებელი“). ტროას მეფე. დარდანოსის ძის, ერიხთონიოსის ვაჟი. ილოსისა და განიმედესის მამა.
მითოსის სხვა ვერსიით, ტროას დამაარსებლად ითვლება ილოსი. მისი სახელის მიხედვით უწოდეს ტროას სხვაგვარად ილიონი.