ქარვასლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:28, 26 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქარვასლა - დიდი სავაჭრო-სახელოსნო სახლი. ვაჭართა განსასვენებელი, მექარავნეთა სრა-სახლი, ქალაქისათვის დამახასიათებელი ნაგებობა. ქარვასლაში შორიდან მომავალი ვაჭრები ისვენებდნენ და მათი საქონელიც დროებით აქ იყო დაცულ-შენახული. მეტ-ნაკლები სიდიდის ქარვასლები საქართველოს ყველა მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქში არსებობდა. გვიანფეოდალური ხანის საბუთებში მოხსენიებულია ღანბარაშვილის, ნაზარბეგაშვილის, მენთუაშვილის, ანტონას, ოქონასა და სხვათა ქარვასლები. XVIII ს. თბილისში ოთხი დიდი და რამდენიმე პატარა ქარვასლები ყოფილა.
ლიტერატურა
შ. მესხია, საისტორიო ძიებანი, ტ. II, 1983. ე.ნ.