ჯარი და ერი (ჟურნალი)
(→წყარო) |
|||
ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:ქართული ჟურნალები]] | [[კატეგორია:ქართული ჟურნალები]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო ჟურნალები]] | [[კატეგორია:სამხედრო ჟურნალები]] | ||
+ | [[კატეგორია:ქართული ჟურნალები 1918-1921]] |
13:13, 23 მაისი 2019-ის ვერსია
ჯარი და ერი - ყოველკვირეული ქართული სამხედრო ჟურნალი. პირველი ნომერი გამოვიდა 1918 წლის 17 ნოემბერს, სულ დაიბეჭდა 4 ნომერი. ჟურნალს რედაქტორობდა ა .ს სვანიძე. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ გენერლები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ანდრია ბენაშვილი, გიორგი კვინიტაძე, ზაქარია ყიფშიძე. პოლკოვნიკები: ნიკოლოზ გედევანიშვილი, ავქსენტი აბესაძე და სხვები. გამოცემის ფასი შეადგენდა 2 მანეთს.
ჟურნალში ძირითადად იბეჭდებოდა სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის სტატიები და ისტორიული ნარკვევები მაგ: რუსი ოფიცრობა და საქართველო; მსოფლიო ომი; ოფიცერთა საკითხი ჩვენს ჯარში; სამხედრო წყობილება საქართველოში მეფე ერეკლეს დროს; ქართველი ჯარისკაცის მოვალეობა; სამხედრო ცხენები საქართველოს რესპუბლიკაში; კავკასიის რესპუბლიკების კონფერენცია, არარატის რესპუბლიკა და სხვა.
- დიმიტრი სილაქაძე
ლიტერატურა
ჟურნალი ჯარი და ერი, 1918, №1-4.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი