ირლანდია
Labashidze (განხილვა | წვლილი) მ (მომხმარებელმა Labashidze გვერდი „ირლანდიის რესპუბლიკა“ გადაიტანა გვერდზე „ირლანდია“ გადამისამ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Irlandiis droSa.png|thumb|250პქ|'''ირლანდიის დროშა''']] | ||
'''ირლანდია''' (Ireland - ირლანდიის რესპუბლიკა), [[სახელმწიფო]] დასავლეთ [[ევროპა|ევროპაში]]. | '''ირლანდია''' (Ireland - ირლანდიის რესპუბლიკა), [[სახელმწიფო]] დასავლეთ [[ევროპა|ევროპაში]]. | ||
უჭირავს კუნძულ ირლანდიის უმეტესი ნაწილი. | უჭირავს კუნძულ ირლანდიის უმეტესი ნაწილი. |
13:19, 18 ივნისი 2018-ის ვერსია
ირლანდია (Ireland - ირლანდიის რესპუბლიკა), სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში. უჭირავს კუნძულ ირლანდიის უმეტესი ნაწილი.
ფართობი 70,3 ათ. კმ2.
მოსახლეობა 4,5 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენები – ირლანდიური და ინგლისური.
დედაქალაქი - ქ. დუბლინი.
ადმინისტრაციულად იყოფა 26 საგრაფოდ.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი ეროვნული პარლამენტი, აღმასრულებელი - მთავრობა.
ირლანდიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1949 წელს და გამოვიდა დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობიდან.
ირლანდია ინდუსტრიულ-აგრარულიქვეყანაა, მრეწველობის მოწინავე ტექნოლოგიური დარგებით (საყოფაცხოვრებო ელექტროხელსაწყოების და რადიოაპარატურის წარმოება, ელექტროტექნიკა, ავტომობილების აწყობა, ქიმიური მრეწველობა). სოფლის მეურნეობის მთავარი დარგია მეცხოველეობა.
ძირითადი საზღვაო პორტებია: დუბლინი, ლიმერიკი, კორკი.
საერთაშორისო აეროპორტებია: დუბლინი, შენონი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 10,4 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 8,5 ათ., სამხედრო-საზღვაო 1,1 ათ. და სამხედრო-საჰაერო ძალები 0,8 ათ. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.