მიმართული ენერგიის იარაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Labashidze (განხილვა | წვლილი) მ (მომხმარებელმა Labashidze გვერდი „მიმართული ენერგიის იარაღი“ გადაიტანა გვერდზე „სხივური იარაღი“) |
Labashidze (განხილვა | წვლილი) მ (მომხმარებელმა Labashidze გვერდი „სხივური იარაღი“ გადაიტანა გვერდზე „მიმართული ენერგიის იარაღი“...) |
16:26, 15 მარტი 2018-ის ვერსია
მიმართული ენერგიის იარაღი - ახალ ფიზიკურ პრინციპებზე დაფუძნებული იარაღის სახეობა, რომლის დამაზიანებელი მოქმედება ხორციელდება ვიწრო კონად კონცენტრირებული ენერგიის გამოსხივებით.
განასხვავებენ სხივურ იარაღს, რომელიც გამოიყენება ცოცხალ ძალასა და სამხედრო ტექნიკაზე თერმომექანიკური ზემოქმედების ძირითად დამაზიანებელ ფაქტორად (ლაზერული იარაღი, მაჩქარებელი იარაღი), ზემაღალი სიხშირის და ინფრაბგერით იარაღად.
მიმართული ენერგიის იარაღის ყველა სახეობა პრაქტიკულად უინერციოა და ინფრაბგერითი იარაღის გამოკლებით, ახასიათებს მყისიერი მოქმედება, ვინაიდან ენერგიის გადატანა ხდება სინათლის ან მასთან დაახლოებული სიჩქარით.