სლოვაკეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სლოვაკეთი''' (Slovensko - სლოვაკეთის რესპუბლიკა), სახელმწიფო ცენტ...)

13:39, 12 მარტი 2018-ის ვერსია

სლოვაკეთი (Slovensko - სლოვაკეთის რესპუბლიკა), სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში, ყოფილი ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის ნაწილი.

ფართობი 49 ათ. კმ2.

მოსახლეობა 5,4 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – სლოვაკური.

ადმინისტრაციულად იყოფა 8 მხარედ.

დედაქალაქი - ქ. ბრატისლავა.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი.

საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული საბჭო, აღმასრულებელი – მთავრობა.

ნატოს წევრი ქვეყანა. სუვერენიტეტი გამოაცხადა 1992 წლის 17 ივლისს ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკიდან გამოსვლით.

ეკონომიკა -სლოვაკეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. განვითარებულია მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ქიმიური, საფეიქრო, კვების მრეწველობა.

სოფლის მეურნეობაში წამყვანი დარგია მიწათმოქმედება (მარცვლეული კულტურები, შაქრის ჭარხალი და სხვა).

სამხედრო მრეწველობა აწარმოებს ტანკებს, საარტილერიო სისტემებს და ტყვია-წამალს.

საერთაშორისო აეროპორტი – ბრატისლავა.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 16,5 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 12,4 ათ., სამხედრო-საჰაერო 4,1 ათ. და რეზერვი – 20 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები