სამხედრო მიმოსვლის ორგანოები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:სამხედრო სამსახურები]] | [[კატეგორია:სამხედრო სამსახურები]] |
მიმდინარე ცვლილება 12:23, 28 თებერვალი 2018 მდგომარეობით
სამხედრო მიმოსვლის ორგანოები – ზოგიერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მართვის სპეციალური ოპერატიულ-ლოგისტიკური ორგანოები, რომლებიც არიან თავდაცვის სამინისტროს სრულუფლებიანი წარმომადგენლები სარკინიგზო, საზღვაო, სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტზე. უზრუნველყოფენ სამხედრო სარდლობის ურთიერთქმედებას შესაბამის სატრანსპორტო ორგანიზაციებთან შეიარაღებული ძალების ინტერესებისათვის ტრანსპორტის გამოყენების მიზნით. ორგანიზაციას უწევენ ყველა სახეობის სამხედრო გადაზიდვებს. შეიმუშავებენ და წარადგენენ სპეციალურ მოთხოვნებს სამიმოსვლო გზების და ტრანსპორტის მომზადების და გამოყენების შესახებ, ახორციელებენ მათი შესრულების კონტროლს.