პეტერბურგის საზავო ხელშეკრულება 1762

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პეტერბურგის საზავო ხელშეკრულება 1762''' – (რუსეთსა და [...)
 

მიმდინარე ცვლილება 00:57, 30 ივნისი 2024 მდგომარეობით

პეტერბურგის საზავო ხელშეკრულება 1762 – (რუსეთსა და პრუსიას შორის), ხელმოწერილ იქნა 1762 წლის 24 აპრილს რუსეთის კანცლერის მ. ვორონცოვისა და პრუსიის დესპან ბარონ გოლცის მიერ. ამ ხელშეკრულების თანახმად ომი რუსეთსა და პრუსიას შორის დამთავრებულად იქნა გამოცხადებული. რუსეთის იმპერატორი იღებდა ვალდებულებას, გამოეყენებინა მთელი თავისი ძალისხმევა, რათა აღედგინა მშვიდობა ევროპაში. რისთვისაც რუსეთი უარს ამბობდა ვალდებულებებზე (1746 წლის სამოკავშირეო ხელშეკრულება ავსტრიასთან), რომელთა მიხედვითაც მას მონაწილეობა უნდა მიეღო პრუსიის წინააღმდეგ ომში, რუსეთის ჯარების მიერ ომის დროს დაკავებული პრუსიის ტერიტორია უბრუნდებოდა პრუსიის მეფეს. რუსეთის იმპერატორი ასევე, ვალდებულებას იღებდა, მშვიდობის დამყარების მიზნით უშუამდგომლა პრუსიასა და შვედეთს შორის, რადგან ამ უკანასკნელმა გამოთქვა დაზავების სურვილი.

პეტერბურგის საზავო ხელშეკრულების დადების შემდეგ, მოკლე ხანში, რუსეთსა და პრუსიას შორის დაიდო სამოკავშირეო ტრაქტატი (8.VI.1762) მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ, მაგრამ იგი არ იქსა რატიფიცირებული რუსეთში მომხდარი გადატრიალების გამო, რომელმაც ტახტზე ეკატერინე II აიყვანა.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები