ერატოსთენეს ცხრილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ერატოსთენეს ცხრილი (საცერი)''' – [[მარტივი რიცხვი|მარტივ რიცხ...) |
მიმდინარე ცვლილება 23:27, 29 ივნისი 2024 მდგომარეობით
ერატოსთენეს ცხრილი (საცერი) – მარტივ რიცხვთა ცხრილის შედგენის ხერხი. ამოვწეროთ რიცხვები 2,3,4, . . . , n; ამ მწკრივის პირველი მარტივი რიცხვია 2. ამოვშლით 2-ის ჯერად ყველა რიცხვს, გარდა 2-ისა. 2-ის პირველი მომდევნო მარტივი რიცხვი იქნება 3. როცა ამოვშლით 3-ის ჯერად ყველა რიცხვს, გარდა 3-ისა, მაშინ 3-ის პირველი მომდევნო დარჩენილი მარტივი რიცხვი იქნება 5; თუ ამ პროცესს გავაგრძელებთ, მივიღებთ ყველა მარტივ რიცხვს, რომლებიც ≤n.