ცერონისი
(ახალი გვერდი: '''ცერონისი''' – სოფელი საქართველოში, [[შიდა ქართლი|შიდა ქართლ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ცერონისი''' – სოფელი [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]], ქარელის მუნიციპალიტეტში, ავლევის თემი. გაშენებულია შიდა ქართლის ვაკეზე, [[მდინარე]] შუა ფრონის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 700 მეტრი, | + | '''ცერონისი''' – სოფელი [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]], ქარელის მუნიციპალიტეტში, ავლევის თემი. გაშენებულია შიდა ქართლის ვაკეზე, [[მდინარე]] შუა ფრონის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 700 მეტრი, ქარელიდან 18 კმ. |
[[ვახუშტი ბატონიშვილი]] თავის „აღწერაში“ ცერონისს ფცის-წყალზედ მდებარე სოფლებს – თამარაშენისა და საციხურს-შორის | [[ვახუშტი ბატონიშვილი]] თავის „აღწერაში“ ცერონისს ფცის-წყალზედ მდებარე სოფლებს – თამარაშენისა და საციხურს-შორის |
23:15, 18 აპრილი 2024-ის ვერსია
ცერონისი – სოფელი საქართველოში, შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ავლევის თემი. გაშენებულია შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე შუა ფრონის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 700 მეტრი, ქარელიდან 18 კმ.
ვახუშტი ბატონიშვილი თავის „აღწერაში“ ცერონისს ფცის-წყალზედ მდებარე სოფლებს – თამარაშენისა და საციხურს-შორის ათავსებს. ზუსტად ასე აქვს მონიშნული ცერონისი იოანე ბაგრატიონსაც.
ადგილობრივ გავრცელებულია აზრი, თითქოს სოფელს ეს სახელი წეროების სიმრავლის გამო შერქმეოდეს. გადმოცემით, აქ ჩამომდინარე ფრონის ნაპირები წეროებს ჰქონიათ ამოჩემებული, ყოველ გადაფრენა-მოფრენის დროს უამრავი წერო სხდება ფრონეზეო. ამგვარი ვერსია, რა თქმა უნდა, სარწმუნოდ ვერ ჩაითვლება. ჩვენი ფიქრით, სახელწოდების ამოსავალი ფორმა წეროვნისი შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც ამ ადგილებში შავი მინერალური მასის – წერის არსებობაზე უნდა მიგვანიშნებდეს (შდრ. სოფელი წეროვანი მცხეთის რაიონში). ცერონის- ფორმაში -ონ სეგმენტი -ოვან- სუფიქსის ნაშთად შეიძლება მივიჩნიოთ ჯერ ა ხმოვნის ჩავარდნით (ოვან → ოვნ), ხოლო შემდგომ -ვ- თანხმოვნის გაქრობით. მაშასადამე სახელწოდების თეორიული ტრანსფორმაცია შემდეგნაირად უნდა წარმოვიდგინოთ: წერ-ოვან-ის-ი → წერ-ოვნ-ის-ი → წერ-ონ-ის-ი. რაც შეეხება წ და ც თანხმოვნების ურთიერთ შენაცვლებას, იგი ისეთნაირადვე უნდა შეფასდეს, როგორც ეს ყინცვის-ყინწვის ფორმებში გვაქვს. საინტერესოა, რომ XIX ს-ის დასაწყისის ერთ-ერთ საბუთში (წიგნი ანტონ II-ისა რევაზ ერისთავისადმი სვეტიცხოვლის ყმის მიბარების შესახებ) წეროვნის ნაცვლად ცეროვანი იკითხება.