პალადიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 4: ხაზი 4:
 
მითოლოგიაში ფართოდ არის ცნობილი [[ტროა]]ს პალადიონი, რომელიც ციდან ჩამოუგდო [[ზევსი|ზევსმა]] ამ ქალაქის ფუძემდებელ [[ილოსი|ილოსს]] (სხვა ვერსიით, იგი ზევსმა უბოძა [[დარდანოსი|დარდანოსს]]). ტროელებს სჯეროდათ, ვიდრე პალადიონი ქალაქში იყო, მტერი მათ ვერას დააკლებდა. [[ოდისევსი]]სა და [[დიომედესი]]ს მოხერხებით, პალადიონი ქალაქიდან გაიტაცეს. გვიანი ხანის მითებში პალადიონის შემდგომი ბედი სხვადასხვაგვარად აისახა: ათენელი მითოგრაფოსები თვლიდნენ, რომ დიომედესსეს პალადიონი წაართვა [[ათენი]]ს მეფე დემოფონმა ([[თესევსი]]სა და [[ფედრა]]ს ძემ, [[ტროას ომი]]ს მონაწილემ). არგოსელებს მიაჩნდათ, რომ იგი დიომედესმა [[არგო]]სში ჩაიტანა. რომაელებმა შეთხზეს ვერსია, თითქოს ტროაში ორი პალადიონი ყოფილა, მათგან ერთი საბერძნეთში მოხვედრილა, მეორე კი [[ენეასი|ენეასს]] იტალიაში ჩაუტანია. ანტიკურ ქალაქთა უმეტესობას თავისი პალადიონი ჰქონდა. ძველების რწმენით, მათ სასწაულმოქმედი ძალა გააჩნდათ და ამიტომ განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ.  
 
რომში ეს ტერმინი „პალადიუმის“ ფორმით დამკვიდრდა. თანამედროვე სამყაროში მან მფარველის, საყრდენის, ბურჯის მნიშვნელობა მიიღო.
+
რომში ეს [[ტერმინი]] „პალადიუმის“ ფორმით დამკვიდრდა. თანამედროვე სამყაროში მან მფარველის, საყრდენის, ბურჯის მნიშვნელობა მიიღო.
  
მიმდინარე ცვლილება 14:50, 23 თებერვალი 2024 მდგომარეობით

პალადიონის მოტაცება.
ამფორას ფერწერა (ძვ.წ. 490-480 წ.წ.), სტოკჰოლმის მუზეუმი

პალადიონი(ბერძნ.) იარაღასხმული ღვთაების ხისგან ნათალი ქანდაკება, რომელიც ქალაქის მფარველად ითვლებოდა. ძველ საბერძნეთში პალადიონები უპირველესად გამოსახავდნენ აპოლონს, აფროდიტეს, ყველაზე ხშირად კი ათენას. სწორედ ამ ქალღმერთის მეტსახელი „პალასი“ დაედო საფუძვლად იარაღასხმული ქანდაკების სახელწოდებას.

მითოლოგიაში ფართოდ არის ცნობილი ტროას პალადიონი, რომელიც ციდან ჩამოუგდო ზევსმა ამ ქალაქის ფუძემდებელ ილოსს (სხვა ვერსიით, იგი ზევსმა უბოძა დარდანოსს). ტროელებს სჯეროდათ, ვიდრე პალადიონი ქალაქში იყო, მტერი მათ ვერას დააკლებდა. ოდისევსისა და დიომედესის მოხერხებით, პალადიონი ქალაქიდან გაიტაცეს. გვიანი ხანის მითებში პალადიონის შემდგომი ბედი სხვადასხვაგვარად აისახა: ათენელი მითოგრაფოსები თვლიდნენ, რომ დიომედესსეს პალადიონი წაართვა ათენის მეფე დემოფონმა (თესევსისა და ფედრას ძემ, ტროას ომის მონაწილემ). არგოსელებს მიაჩნდათ, რომ იგი დიომედესმა არგოსში ჩაიტანა. რომაელებმა შეთხზეს ვერსია, თითქოს ტროაში ორი პალადიონი ყოფილა, მათგან ერთი საბერძნეთში მოხვედრილა, მეორე კი ენეასს იტალიაში ჩაუტანია. ანტიკურ ქალაქთა უმეტესობას თავისი პალადიონი ჰქონდა. ძველების რწმენით, მათ სასწაულმოქმედი ძალა გააჩნდათ და ამიტომ განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ.

რომში ეს ტერმინი „პალადიუმის“ ფორმით დამკვიდრდა. თანამედროვე სამყაროში მან მფარველის, საყრდენის, ბურჯის მნიშვნელობა მიიღო.

[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები