კიდურწაისრული დამწერლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 8: ხაზი 8:
 
[[კატეგორია:ქართული დამწერლობის დეკორატიული სახეები]]
 
[[კატეგორია:ქართული დამწერლობის დეკორატიული სახეები]]
 
[[კატეგორია:ქართული დამწერლობა]]
 
[[კატეგორია:ქართული დამწერლობა]]
 +
[[კატეგორია:დამწერლობა]]

13:49, 21 ნოემბერი 2023-ის ვერსია

მრავალძალის კიდურწაისრული წარწერა

კიდურწაისრული დამწერლობა − ქართული დამწერლობის ერთ-ერთი დეკორატიული, კალიგრაფიული სახეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ასოთა მოხაზულობის კიდურებში (ან სხვა ნაწილებში) სამკუთხედის ფორმის წაისრული დეკორატიული ელემენტები. ეს დამწერლობა ძირითადად X საუკუნის მიწურულიდან XI საუკუნის შუა ხანებამდე იყო გავრცელებული, თუმცა, გამონაკლისის სახით, იგი XII საუკუნის ორ ჭედურ წარწერაში – მეფე დავით აღმაშენებლის საწინამძღვრე ჯვრისა და თამარ მეფის გულსაკიდი ჯვრის წარწერებშიცაა გამოყენებული. კიდურწაისრული დამწერლობის ნიმუშები დადასტურებულია აგრეთვე XII საუკუნის რამდენიმე ლაპიდარულ წარწერაშიც, მათ შორის სამთავისის ტაძრის (1156 წ.), თიღვის ტაძრის დავით აღმაშენებლის ასულის – თამარის (დაახლოებით 1152 წ.), ნიკორწმინდის ტაძრის რატი ერისთავის ასულის ეფემიას, მრავალძალის ეკლესიის ფასადის, იშხნის ტაძრის კედლის წარწერებში და სხვ. კიდურწაისრული დამწერლობის გადაგვარებულ სახეობად მიიჩნევა აგრეთვე ეტიფანე კათოლიკოსის 1218 წლის ქართული წარწერა ანისის ქართულ ეკლესიაზე. ტერმინი „კიდურწაისრული“ პირველად გამოიყენა აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები