შონბერგის მონოდრამა მოლოდინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შონბერგის მონოდრამა „მოლოდინი“''' – შენბერგის ერთაქტიანი ო...)
 
(წყარო)
ხაზი 10: ხაზი 10:
 
[[XX საუკუნის მუსიკის ისტორია]]
 
[[XX საუკუნის მუსიკის ისტორია]]
 
[[კატეგორია:შონბერგის ნაწარმოებები]]
 
[[კატეგორია:შონბერგის ნაწარმოებები]]
 +
[[კატეგორია:XX საუკუნის მუსიკა]]

14:46, 20 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

შონბერგის მონოდრამა „მოლოდინი“ – შენბერგის ერთაქტიანი ოპერა (მარი პაპენჰაიმის მიხედვით), ე. წ. ყვირილის დრამა (Schrei-drama), რომლის ერთადერთი პერსონაჟი – ქალი, ტიპურად ექსპრესიონისტული გმირია. მთელი ნაწარმოების მანძილზე ავტორი გვიჩვენებს მის ქვეცნობიერ სამყაროს, რომელიც შიშის, უიმედობის, ეჭვიანობის, სასოწარკეეთილების გრძნობებითაა გაჯერებული. იდუმალებით მოცული სულიერი სამყაროს ჩვენება, გაუცნობიერებელი შიშის და წინათგრძნობის, ეროტიკის აქცენტირება ამ ნაწარმოებს ზ. ფროიდის სიღრმისეული ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის ძირითად პრინციპებთან აახლოვებს.

მონოდრამა დაწერილია დრამატული სოპრანოს და დიდი სიმფონიური ორკესტრისთვის, სადაც ორკესტრის პარტია, ოთხმაგი შემადგენლობის მიუხედავად, ცალკეულ მომენტებში, ტემბრების ინდივიდუალიზაციის გამო (მაგალითად, მეორე სცენის დაწყებამდე სოლო ვიოლინოს და კლარნეტის დიალოგი და ა. შ.), საოცრად გამჭვირვალედ ჟღერს, ხოლო კულმინაციაში კი გრანდიოზულ მასშტაბებს აღწევს.

ეს ნაწარმოები ერცელი დამუშავების შთაბეჭდილებას ტოვებს, რომლის საწყისი თემატური მასალა, თითქოს, ნაწარმოების ფარგლებს მიღმაა დარჩენილი. რიტმული დინამიკა, ტემპების და ტემბრების ხშირი ცელა, მუსიკალური ქსოვილის დისონანსური თანხმოვანებებით გაჯერება – ყოველივე ეს გრძნობათა უკიდურესი დაძაბულობის შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელზე. „მოლოდინის“ დრამატურგია განვითარების ერთიან ხაზს, კრეშენდირების პრინციპს ემყარება და კულმინაციას ნაწარმოების ბოლოს აღწევს. ფინალური ე. წ. „არარაში წასელა“ (დამაბოლოებელი ქრომატული პასაჟები) დასასრულის შთაბეჭდილებას კი არ ქმნის, არამედ პირიქით, უსასრულო, ჩაუკეტავი ნაგებობის შეგრძნებას ბადებს.

მონოდრამა „მოლოდინი“, მთელ რიგ სტილურად ახალ მიგნებასთან ერთად, ტრადიციული აზროვნების ცალკეულ თვისებებსაც შეიცავს, კერძოდ, კომპოზიტორი სიტყვის და მუსიკის, ვოკალური ინტონირების პრობლემას არსებული ნორმების ფარგლებში აქცევს.

წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები