შონბერგის მელოდრამა მთვარის პიერო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''„მთვარის პიერო“''' – შონბერგის [[მელოდრამა (მუსიკალურ-დრამატ...)
 
(წყარო)
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[XX საუკუნის მუსიკის ისტორია]]
 
[[XX საუკუნის მუსიკის ისტორია]]
 
[[კატეგორია:შონბერგის ნაწარმოებები]]   
 
[[კატეგორია:შონბერგის ნაწარმოებები]]   
[[XX საუკუნის მუსიკა]]
+
[[კატეგორია:XX საუკუნის მუსიკა]]

14:45, 20 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

„მთვარის პიერო“ – შონბერგის მელოდრამების ციკლი „მთვარის პიერო“ (ბელგიელი პოეტის ალბერ ჟიროს ლექსების მიხედვით) დაწერილია ქალის ხმის და ინსტრუმენტული ანსამბლისთეის (ფლეიტა-პიკოლო, ფლეიტა, ბანის-კლარნეტი, ვიოლინო, ვიოლა, ჩელო და ფორტეპიანო).

ამ თხზულებასთან დაკავშირებით შონბერგის მიერ ორი ნოვატორული პრინციპის გამოყენებაა აღსანიშნავი: ვოკალური ინტონირების ახალი ხერხი და ინსტრუმენტული ანსამბლის შემადგენლობის მობილურობა.

„მთვარის პიეროში“ შონბერგი პირველად მიმართავს ვოკალური ინტონირების ახლებურ ხერხს, ე. წ. Sprechgesang-ს, რომელიც, ავტორის განმარტების თანახმად, არა ტრადიციულ სიმღერას, არამედ მუსიკალური მასალის „წარმოთქმას“ გულისხმობს. ანუ, ადგილი აქვს სპეციფიკური ინტონაციის გამოყენებას, რომელსაც უკავია შუალედური ადგილი რეჩიტაციას და სიმღერას შორის – ბგერათსიმაღლივი პარამეტრი, ზუსტი მითითების მიუხედავად, პირობითია. ამგვარი ტიპის ვოკალური ინტონაციის გამოყენება, ერთი მხრიე, უშუალოდაა დაკავშირებული ექსპრესიონისტული ესთეტიკისთვის ტიპურ ემოციურ ჰიპერტროფიასთან, ხოლო მეორე მხრივ, პირველი შემსრულებლის, დრამატული მსახიობის ალბერტინა ცემეს სახელთან, რომელიც ხშირად გამოდიოდა ვენის კაბარეებში.

რაც შეეხება ინსტრუმენტულ თანხლებას, აქ არსად არ გამოიყენება საკრავების ერთდროული ჟღერადობა და ყოველ მელოდრამაში ანსამბლის მხოლოდ ნაწილი მონაწილეობს, რის გამოც ყოველ ნომერს მკაფიოდ ინდივიდუალიზებული თანხლება აქვს (ავტორისეული ჩანაფიქრის თანახმად, ანსამბლის ერთდროული ჟღერადობა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან საკრავების რაოდენობა აღემატება შემსრულებლების რაოდენობას). აღსანიშნავია, რომ შონბერგის „მთვარის პიეროს“ ინსტრუმენტულმა შემადგენლობამ და მისი გამოყენების თავისებურებამ დიდი გავლენა მოახდინა, როგორც ზოგადად XX საუკუნის I ნახევარში ახალი ინსტრუმენტული სტილის ჩამოყალიბებაზე, ისე ცალკეული კომპოზიტორების ინდივიდუალურ ხელწერაზე.

„მთვარის პიერო“ ექსპრესიონისტული ესთეტიკის გამოსატვის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნიმუშია შონბერგის შემოქმედებაში. მასში უხვადაა ექსპრესიონიზმისთვის დამახასიათებელი უსასოობა, უიმედობა, შიში, ჰალუცინაციები, განსაკუთრებით ისეთ ნომრებში, როგორიცაა: ჯვრები, ღამე, ძარცვა, თავის მოკვეთა და სხვ.

მთვარის პიეროში, ისევე როგორც შონბერგის პრაქტიკულად მთელ შემოქმედებაში, განვითარების პოლიფონიური ხერხები დომინირებს. ნაწარმოების რთული, დისონანსებით გაჯერებული ატონალური ენა, ჰორიზონტალის განვითარების ლოგიკას ექვემდებარება. ამასთანავე, ციკლის ცალკეულ ნომრებში გამოყენებულია ისეთი ტრადიციული პოლიფონიური ფორმები, როგორიცაა პასაკალია (ღამე), ორმაგი კანონი (პაროდია), ორმაგი კანონი და კიბოსებური კონტრაპუნქტი (მთვარის ლაქა). საინტერესოა, რომ თავისუფალი ატონალობის პერიოდში და, ნაწილობრივ, გვიანი პერიოდის შემოქმედებაშიც, კომპოზიციის ტექნიკის რაციონალიზმი შონბერგთან, ხშირად, აბსოლუტურად ორგანულად ერწყმის ირაციონალურ მხატერულ სამყაროს.

წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები