ბანის კლარნეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბანის კლარნეტი — კლარნეტის ნაირსახეობა; ისეთივე ტიპისა და მოწყობილობის საკრავი, მხოლოდ ზომით უფრო დიდი და ფორმით რამდენადმე განსხვავებული. სიმფონიურ ორკესტრში გამოიყენება XIX ს. მეორე მეოთხედიდან. მსუყე ბგერის და მდიდარი ტემბრის წყალობით („მრისხანედან“ – „სევდიანამდე“ – სხვადასხვა რეგისტრში) ბანის კლარნეტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა რომანტიკოს კომპოზიტორებთან. ბანის კლარნეტი დიაპაზონი ჟღერს ოქტავით დაბლა კლარნეტის დიაპაზონთან შედარებით. მისი წყობაა in B. ჩაწერის დროს ბანის გასაღებში ნოტები იწერება დიდი სეკუნდით ზევით, ვიოლინოს გასაღებში კი – დიდი ნონით ზევით სოლო, პარტიების რეალურ ხმოვანებასთან შედარებით.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები