კინცზუი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კინცზუი''' – ხუბეიში (ჩინეთის პროვინცია) არსებული ადგილობრ...)
 

მიმდინარე ცვლილება 12:21, 2 მაისი 2023 მდგომარეობით

კინცზუი – ხუბეიში (ჩინეთის პროვინცია) არსებული ადგილობრივი თეატრის ერთ-ერთი ძირითადი სახეობა აღმოცენდა 1890 წელს. მისი ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი იყო ჩენ ჯაო-ცაი, რომელმაც შემდგომში დაწერა პიესები ამ თეატრისათვის. პინცზუი ეფუძნება ხალხური სიმღერებისა და ცეკვების სინთეზს. სიმღერის შესრულების დროს, მომღერალი ჩინური კასტანიეტებით იკეთებს თანხლებას. სიმღერას ცვლის მეტყველება, რომელსაც ახლავს ჩინური საყვირის, ლაბას აკომპანემენტი მოგვიანებით, პინცზუის თეატრი გავრცელდა ჩრდილოეთ ჩინეთშიც, სადაც იგი მიუერთდა ხალხურ თეატრ ბანცზის. დასაწყისში პინცზუის თეატრის რეპერტუარი შედგებოდა ერთაქტიანი პიესებისაგან. მოგვიანებით, კლასიკური თეატრის გავლენით, მის რეპერტუტრში შეტანილ იქნა მრავალაქტიანი ისტორიული პიესები. პინცზუის წარმოდგენები ადვილად აღიქმება მაყურებლის მიერ, მელოდიები ლირკულია, შესრულების მანერა – იმპროვიზაციული პინცზუის რეპერტუარში ხშირად არის ჩართული პიესები თანამედროვე თემაზე.


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები