კასტანეტები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კასტანიეტები-დან)
კასტანეტები – (ესპან. castañuelas), დასარტყამი სამუსიკო საკრავი გავრცელებული ესპანეთში XVI საუკუნის მიწურულიდან. შედგება 2, ერთ ბოლოზე შეკრული ხის ფირფიტისაგან. კასტანები გამოიყენება ხშირი რიტმების გამოსაკვეთად და რიტმული აქცენტებისათვის ცეკვის დროს.