საავიაციო ბომბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(ფოტოგრაფიული საავიაციო ბომბი)
 
ხაზი 61: ხაზი 61:
 
====ფოტოგრაფიული საავიაციო ბომბი====
 
====ფოტოგრაფიული საავიაციო ბომბი====
 
ფოტოგრაფიული საავიაციო ბომბი, აღჭურვილია მანათობელი შემადგენლობით (მაგალითად, ჟანგეულებიანი
 
ფოტოგრაფიული საავიაციო ბომბი, აღჭურვილია მანათობელი შემადგენლობით (მაგალითად, ჟანგეულებიანი
ალუმინ-მაგნიუმის ფხვნილების ნაზავი). ხანმოკლე გაელვება (0,1–0,2 წმ) წარმოშობს რამდენიმე მილიარდი კდ ძალის შუქს.
+
ალუმინ-[[მაგნიუმი]]ს ფხვნილების ნაზავი). ხანმოკლე გაელვება (0,1–0,2 წმ) წარმოშობს რამდენიმე მილიარდი კდ ძალის შუქს.
  
 
====ფუგასური საავიაციო ბომბი====
 
====ფუგასური საავიაციო ბომბი====

მიმდინარე ცვლილება 12:42, 21 ივლისი 2022 მდგომარეობით

საავიაციო ბომბი - საფრენი აპარატიდან ჩამოსაყრელი საავიაციო საბრძოლო მასალების სახეობა. ბომბდამშენი შეიარაღების ძირითადი სახეობა.

საავიაციო ბომბი იყოფა ძირითადი, სპეციალური და დამხმარე დანიშნულების ბომბებად.

პირველი მსოფლიო ომის დროინდელი საავიაციო ბომბი
მეორე მსიფლიო ომის დროინდელი გერმანული საავიაციო ბომბი

სარჩევი

[რედაქტირება] ძირითადი დანიშნულების საავიაციო ბომბი

ძირითადი დანიშნულების საავიაციო ბომბი გამოიყენება მიზნის დასაზიანებლად ფუგასური, მსხვრევადი, დამრტყმელი, კუმულაციური, ცეცხლგამჩენი, ქიმიური და ბირთვული მოქმედებით; გასანათებლად, საკვამლე ფარდების აღსამართავად, ორიენტირებისა და სიგნალიზაციისთვის, სააგიტაციო ლიტერატურის ჩამოყრის მიზნით და სხვა;

[რედაქტირება] დამხმარე დანიშნულების საავიაციო ბომბი

დამხმარე დანიშნულების საავიაციო ბომბი – წვრთნის დროს ბირთვული აფეთქების იმიტაციისთვის, ბომბტყორცნის სწავლებისათვის და სხვა.

პირველად საავიაციო ბომბები გამოიყენეს იტალიელებმა 1911–12 წლებში, იტალია-თურქეთის ომის დროს.

[რედაქტირება] ბეტონგამტანი საავიაციო ბომბი

ბეტონგამტანი საავიაციო ბომბი, არის სქელკედლიანი ფუგასური ბეტონგამტანი საავიაციო ბომბი კალიბრი 250–500 კგ. ზოგიერთ ბომბს აქვს რეაქტიული ძრავა დაბრკოლებასთან შეხვედრის მომენტისათვის სიჩქარის გასაზრდელად.

[რედაქტირება] ბურთულოვანი საავიაციო ბომბი

ბურთულოვანი საავიაციო ბომბი, მსხვრევადი საავიაციო ბომბის ნაირსახეობა, რომელსაც აქვს დამაზიანებელი ელემენტები ფოლადის ან პლასტმასის ბურთულების სახით.

[რედაქტირება] მანათობელი საავიაციო ბომბი

მანათობელი საავიაციო ბომბი, აღჭურვილია ერთი ან რამდენიმე პარაშუტიანი პიროტექნიკური ჩირაღდნით. ანათებს ადგილმდებარეობას 5–7 წუთის განმავლობაში.

[რედაქტირება] მართვადი (კორექტირებადი) საავიაციო ბომბი

მართვადი (კორექტირებადი) საავიაციო ბომბს, სტაბილიზატორის გარდა აქვს საჭეები, ზოგჯერ ფრთაც, აგრეთვე რადიო-ლაზერული სხივით, თვითდამიზნებით მართვის სისტემა და სხვა.

[რედაქტირება] მსხვრევადი საავიაციო ბომბი

მსხვრევადი საავიაციო ბომბი, ნამსხვრევების რიცხვის ზრდისათვის ბომბის კორპუსს შეიძლება ჰქონდეს ნაჭდევები (ღარაკები) ან აღიჭურვოს ბურთულებით – კალიბრი 0,5–100 კგ.

[რედაქტირება] მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ბომბი

მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ბომბს, აქვს საკმაოდ ეფექტური მსხვრევადი და ფუგასური მოქმედება. კალიბრი 100–200 კგ.

[რედაქტირება] ნავსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბი

ნავსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბი, აღჭურვილია ამფეთქით, რომელიც მოქმედებს წყალქვეშა ნავში მოხვედრისას ან გათვალისწინებულ სიღრმეზე.

[რედაქტირება] პრაქტიკული საავიაციო ბომბი

პრაქტიკული საავიაციო ბომბი, აღჭურვილია პიროტექნიკური შემადგენლობით, სასწავლო ბომბმტყორცნის დროს მისი დაცემის წერტილის მოსანიშნად სინათლის გაელვებით (ღამით) ან კვამლის ღრუბლით (დღისით).

[რედაქტირება] სააგიტაციო საავიაციო ბომბი

სააგიტაციო საავიაციო ბომბი, აღჭურვილია დისტანციური მოქმედების ამფეთქით, რომლის ამოქმედების დროსაც გათვალისწინებულ სიმაღლეზე გამომგდები მუხტი უზრუნველყოფს სააგიტაციო ლიტერატურის გამოყრას და მიმოფანტვას.

[რედაქტირება] საკვამლე საავიაციო ბომბი

საკვამლე საავიაციო ბომბი, აღჭურვილია თეთრი ფოსფორით, რომელიც მომოიფანტება 10–15 მ რადიუსით და იწვის. წვის დროს გამოყოფს დიდი რაოდენობის თეთრ კვამლს.

[რედაქტირება] საიმიტაციო საავიაციო ბომბი

საიმიტაციო საავიაციო ბომბი, აღჭურვილია თხევადი საწვავით და თეთრი ფოსფორით. მსკდომი მუხტის ამოქმედებისას იმიტაციურად წარმოსახავს ბირთვული აფეთქების სოკოსებრ კვამლის ღრუბელს და მანათობელ არეს.

[რედაქტირება] საორიენტაციო-სასიგნალო საავიაციო ბომბი

საორიენტაციო-სასიგნალო საავიაციო ბომბი, აღჭურვილია პიროტექნიკური შემადგენლობებით, რომლებიც წვის დროს წარმოშობენ კვამლის ღრუბელს (დღისით) ან სხვადასხვა ფერის ალს (ღამით). ზღვაზე მოქმედებისათვის აღჭურვილია მანათობელი სითხით, რომელიც ბომბის ამოქმედებისას წყლის ზედაპირს განეფინება აფსკის სახით.

[რედაქტირება] ტანკსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბი

ტანკსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბი, კუმულაციური მოქმედების ბომბი. კალიბრი 0,5–5 კგ.

[რედაქტირება] ფოტოგრაფიული საავიაციო ბომბი

ფოტოგრაფიული საავიაციო ბომბი, აღჭურვილია მანათობელი შემადგენლობით (მაგალითად, ჟანგეულებიანი ალუმინ-მაგნიუმის ფხვნილების ნაზავი). ხანმოკლე გაელვება (0,1–0,2 წმ) წარმოშობს რამდენიმე მილიარდი კდ ძალის შუქს.

[რედაქტირება] ფუგასური საავიაციო ბომბი

ფუგასური საავიაციო ბომბი, აქვს შედარებით თხელკედლიანი კორპუსი, კალიბრი 50–2000 კგ (ზოგჯერ 20 ათასამდე კგ.).

[რედაქტირება] ფუგასურ-ცეცხლგამჩენი საავიაციო ბომბი

ფუგასურ-ცეცხლგამჩენი საავიაციო ბომბი, აღჭურვილია ფეთქებადი ნივთიერების მუხტით, პიროტექნიკური ან სხვა ცეცხლგამჩენი შემადგენლობებით.

[რედაქტირება] ქიმიური საავიაციო ბომბი

ქიმიური საავიაციო ბომბი, აღჭურვილია მომწამვლელი ნივთიერებით და დისტანციური (უკონტაქტო) მოქმედების ამფეთქებით.

[რედაქტირება] ცეცხლგამჩენი საავიაციო ბომბი

ცეცხლგამჩენი საავიაციო ბომბი, აქვს კალიბრი 0,5–500 კგ. მცირე კალიბრის ბომბები, ჩვეულებრივ, აღჭურვილია მყარი ნარევებით ლითონთა ჟანგეულების საფუძველზე (მაგალითად, თერმიტით), მსხვილი კალიბრისა – იოლადაალებადი შესქელებული ნივთიერებებით (მაგალითად, ნაპალმით).

[რედაქტირება] ჯავშანგამტანი საავიაციო ბომბი

ჯავშანგამტანი საავიაციო ბომბი, აქვს სალი კორპუსი (ჩვეულებრივ, სპეციალური ლეგირებული ფოლადისა), კალიბრი 100–1000 კგ.

[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები