ნაღმი-ტორპედო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ნაღმი-ტორპედო''' - საზღვაო ნაღმი, რომელსაც საბრძოლო ნაწილი...)
 
 
ხაზი 3: ხაზი 3:
  
 
შედგება ერთმანეთთან შეერთებული საბრძოლო და საღუზო მოდულებისგან. მოდულების შემადგენლობაში
 
შედგება ერთმანეთთან შეერთებული საბრძოლო და საღუზო მოდულებისგან. მოდულების შემადგენლობაში
შედის: საბრძოლო მოდულის – კონტეინერი თვითდამიზნების ტორპედოთი, აღმოჩენის, კლასიფიკაციის და ამოცნობის აპარატურა; ასევე სპეციალური გამოთვლითი მოწყობილობა მიზნის მოძრაობის პარამეტრების
+
შედის: საბრძოლო მოდულის – [[კონტეინერი]] თვითდამიზნების ტორპედოთი, აღმოჩენის, კლასიფიკაციის და ამოცნობის აპარატურა; ასევე სპეციალური გამოთვლითი მოწყობილობა მიზნის მოძრაობის პარამეტრების
 
განსაზღვრისთვის. ღუზიანი – [[ღუზა]], ჰიდროსტატები და სხვა აპარატურა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოდულების გაყოფას და მოცემულ სიღრმეზე მათ გრუნტზე (ღუზაზე) დაყენებას.  
 
განსაზღვრისთვის. ღუზიანი – [[ღუზა]], ჰიდროსტატები და სხვა აპარატურა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოდულების გაყოფას და მოცემულ სიღრმეზე მათ გრუნტზე (ღუზაზე) დაყენებას.  
  

მიმდინარე ცვლილება 13:28, 5 ივლისი 2022 მდგომარეობით

ნაღმი-ტორპედო - საზღვაო ნაღმი, რომელსაც საბრძოლო ნაწილის სახით თვითდამიზნების ტორპედო აქვს. მისი დანიშნულებაა წყალქვეშა ნავების წყალქვეშ დაზიანება.

შედგება ერთმანეთთან შეერთებული საბრძოლო და საღუზო მოდულებისგან. მოდულების შემადგენლობაში შედის: საბრძოლო მოდულის – კონტეინერი თვითდამიზნების ტორპედოთი, აღმოჩენის, კლასიფიკაციის და ამოცნობის აპარატურა; ასევე სპეციალური გამოთვლითი მოწყობილობა მიზნის მოძრაობის პარამეტრების განსაზღვრისთვის. ღუზიანი – ღუზა, ჰიდროსტატები და სხვა აპარატურა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოდულების გაყოფას და მოცემულ სიღრმეზე მათ გრუნტზე (ღუზაზე) დაყენებას.

ნაღმი-ტორპედოს აყენებენ წყალქვეშა ნავებიდან, წყალზედა ხომალდებიდან და თვითმფრინავებიდან. მიზნის აღმოჩენის შემდეგ ხდება მისი კლასიფიცირება და ამოცნობა, გადაადგილების პარამეტრების განსაზღვრა, საბრძოლო მოდულის მიზანთან გადაკვეთის წერტილში დამიზნება. კონტეინერიდან გამოსვლის შემდეგ ტორპედო უახლოვდება მიზანს, თვითდამიზნების სისტემით ეძებს, იჭერს და აზიანებს მას. სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაშია XX საუკუნის 70-იან წლების დასაწყისიდან.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები