ნაღმი-ტორპედო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაღმი-ტორპედო - საზღვაო ნაღმი, რომელსაც საბრძოლო ნაწილის სახით თვითდამიზნების ტორპედო აქვს. მისი დანიშნულებაა წყალქვეშა ნავების წყალქვეშ დაზიანება.

შედგება ერთმანეთთან შეერთებული საბრძოლო და საღუზო მოდულებისგან. მოდულების შემადგენლობაში შედის: საბრძოლო მოდულის – კონტეინერი თვითდამიზნების ტორპედოთი, აღმოჩენის, კლასიფიკაციის და ამოცნობის აპარატურა; ასევე სპეციალური გამოთვლითი მოწყობილობა მიზნის მოძრაობის პარამეტრების განსაზღვრისთვის. ღუზიანი – ღუზა, ჰიდროსტატები და სხვა აპარატურა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოდულების გაყოფას და მოცემულ სიღრმეზე მათ გრუნტზე (ღუზაზე) დაყენებას.

ნაღმი-ტორპედოს აყენებენ წყალქვეშა ნავებიდან, წყალზედა ხომალდებიდან და თვითმფრინავებიდან. მიზნის აღმოჩენის შემდეგ ხდება მისი კლასიფიცირება და ამოცნობა, გადაადგილების პარამეტრების განსაზღვრა, საბრძოლო მოდულის მიზანთან გადაკვეთის წერტილში დამიზნება. კონტეინერიდან გამოსვლის შემდეგ ტორპედო უახლოვდება მიზანს, თვითდამიზნების სისტემით ეძებს, იჭერს და აზიანებს მას. სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაშია XX საუკუნის 70-იან წლების დასაწყისიდან.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები