ამწე პნევმოთვლიანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ამწე პნევმოთვლიანი“ გადაიტანა გვერდზე „პნევმოთვლიანი ამწე“) |
16:49, 6 თებერვალი 2022-ის ვერსია
ამწე პნევმოთვლიანი – ისრიანი თვითმავალი ამწე პნევმატურ-სავალთვლიან სვლაზე, დიზელის ამძრავით, რომელიც განლაგებულია საბრუნ ბაქანზე, იშვიათად ერთღერძიან გამწევზე. საავტომობილო ამწისაგან განსხვავდება სავალი ნაწილით, ძრავათი და საერთო შეთანწყობით. გამავლობა გრუნტის გზებზე შეზღუდული აქვს. ამწეებზე მოწყობილია ტვირთამწეობის, კაკვის აწევისა და ისრის აწევის შემზღუდველები, შვერისა და ტვირთამწეობის მაჩვენებლები, ქანქარის დახრის საზომი და სხვადასხვა სიგნალიზატორი. გამოიყენება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე, აგრეთვე საცალო (ზოგჯერ ფხვიერი) ტვირთების დატვირთვა-განტვირთვაზე, გამსხვილებული აგრეგატების დასამონტაჟებლად და სხვ. ტვირთამწეობა 10-60 ტ, აწევის სიმაღლე 5-50 მ, ისრის გადაწვდომა 4-25 მ, გადაადგილების სიჩქარე თავისი სვლით 7-65 კმ/სთ.