ახალციხის ციხე
(→წყარო) |
|||
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | [[საქართველოს | + | [[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]] |
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს ციხე-კოშკები]] | [[კატეგორია:საქართველოს ციხე-კოშკები]] | ||
[[კატეგორია:კასპის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:კასპის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] |
მიმდინარე ცვლილება 13:54, 5 თებერვალი 2022 მდგომარეობით
ახალციხის ციხე - ციხესიმაგრე მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის შუაგულში, ამოზიდულ გორაზე, ნამოსახლარზე. თარიღდება XVIII საუკუნის შუა ხანებით.
[რედაქტირება] აღწერილობა
ციხე (38,4 X 23,3 მ) ნაგებია ნატეხი ქვით. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარე ოდნავ მორკალულია. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. გალავანში ჩართულია ხუთი ცილინდრული კოშკი: ჩრდილო-აღმოსავლეთ, ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეებში, დასავლეთ კედლის შუა ნაწილში და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში. ყველაზე დიდია დასავლეთის კოშკი, ყველაზე პატარა - სამხრეთ-დასავლეთისა. არქიტექტურულ-კონსტრუქციული გადაწყვეტით კოშკები მსგავსია.
სართულები ძირითადად საბრძოლო დანიშნულებისაა, მაგრამ ჩანს, საცხოვრებლადაც იყენებდნენ. შესასვლელი ყველა კოშკს ეზოდან აქვს. სართულიანობის დადგენა ძნელია, რადგან ზედა ნაწილები ჩამონგრეულია. ბუხარი ყველა სართულზე კარის მოპირდაპირე კედელშია დატანებული. გალავნისა და კოშკების კედლებში ჩართულია ცალმაგი და ორმაგი სათოფურები. საბრძოლო ბილიკი ციხის მხოლოდ სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებს გასდევს.
ციხის ტერიტორიაზე, სასაფლაოზე, ზოგიერთ საფლავის ქვაზე შემორჩენილია გუთნეულის, ურმის, მწყემსის და სხვა გამოსახულებები. (XIX-XX საუკუნეების დასაწყისი).