საზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:სიმებიანი საკრავები]] | [[კატეგორია:სიმებიანი საკრავები]] | ||
[[კატეგორია:მუსიკალური საკრავები აჭარაში]] | [[კატეგორია:მუსიკალური საკრავები აჭარაში]] | ||
+ | [[კატეგორია:აღმოსავლური საკრავები]] |
მიმდინარე ცვლილება 12:27, 3 თებერვალი 2022 მდგომარეობით
საზი - აღმოსავლური სიმებიანი საკრავი, მსხლის ფორმის ღრმაკორპუსიანი, გრძელყელიანი. მზადდება სხვადასხვა ზომისა. საზი ერთ-ერთი უძველესი ხალხური საკრავია. იხსენიება ნიზამის (XII ს.) პოემებში. საზს წამყვანი ადგილი უკავია ხალხურ საკრავთა ანსამბლში. მასზე შემსრულებლები იყვნენ აშუღები - ხალხური მომღერლები, პოეტი–იმპროვიზატორები, რომლებიც გამოდიოდნენ ბაზრების მოდნებზე, სახალხო შეკრებებზე. მათ რეპერტუარში წარმოდგენილი იყო საგმირო, ისტორიული, ეპიკურ-სატრფიალო სიმღერები. საქართველოში გავრცელდა XVIII ს-დან სხვა აღმოსავლურ საკრავებთან და ანსამბლთან ერთად. თბილისში განსაკუთრებით მიღებული იყო აზერბაიჯანულ მოსახლეობაში.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- დ. არაყიშვილი, ქართული მუსიკა (მოკლე ისტორიული მიმოხილვა), ქუთაისი, 1925.
- მ. შილაკაძე, ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციები და თანამედროვეობა, 1988.