პრიამოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Priamosi.jpg|thumb|'''პრიამოსი'''. <br />სკიფოსის ფერწერა (ძვ.წ. 485-480 წ.წ.), ვენა, მხატვრულ-ისტორიული მუზეუმი]]
+
[[ფაილი:Priamosi.jpg|thumb|'''პრიამოსი'''. <br />სკიფოსის [[ფერწერა]] (ძვ.წ. 485-480 წ.წ.), ვენა, მხატვრულ-ისტორიული მუზეუმი]]
 
'''პრიამოსი''' – ''(ბერძნ.)'' [[ტროა]]ს უკანასკნელი მეფე. [[ლაომედონი]]ს უმცროსი ვაჟი. [[ჰექტორი]]ს, [[პარისი]]ს, დეიფობოსის, ტროილოსის, კრეუსას, ლაოდიკეს, [[პოლიქსენე|პოლიქსენეს]], [[კასანდრა]]ს და სხვათა მამა.
 
ხაზი 6: ხაზი 6:
 
პრიამოსს რამდენიმე ცოლი ჰყავდა, რომელთაგან 50 ვაჟსა და კიდევ უფრო მეტ ქალიშვილს ითვლიდა. ისინი, დაქორწინებულნიცა და დაუქორწინებელნიც, ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობდნენ სამეფო სასახლეში.  
 
პრიამოსს რამდენიმე ცოლი ჰყავდა, რომელთაგან 50 ვაჟსა და კიდევ უფრო მეტ ქალიშვილს ითვლიდა. ისინი, დაქორწინებულნიცა და დაუქორწინებელნიც, ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობდნენ სამეფო სასახლეში.  
  
როდესაც [[ტროას ომი]] დაიწყო, პრიამოსი უკვე ხანდაზმული იყო და [[ბრძოლა|ბრძოლებს]] ქალაქის გალავნიდან ადევნებდა თვალს. „ილიადას“ ბოლო სიმღერაში აღწერილია მისი შესვლა ბერძენთა [[ბანაკი (სამხედრო)|ბანაკში]] [[აქილევსი]]ს მიერ [[განგმირვა|განგმირული]] ჰექტორის გამოსასყიდად. აი, როგორი სიტყვით მიმართავს იგი აქილევსს: „ღვთაებათა თანაზიარო, მსურს გაგახსენო მამაშენი, ჩემებრ [[მხცოვანი]]... ის შენით ხარობს, რადგან ცოცხალი ეგულები და შენი ხილვის იმედით სუნთქავს. მე კი, უბედურს, ორმოცდაათი
+
როდესაც [[ტროას ომი]] დაიწყო, პრიამოსი უკვე ხანდაზმული იყო და [[ბრძოლა|ბრძოლებს]] ქალაქის გალავნიდან ადევნებდა თვალს. „ილიადას“ ბოლო სიმღერაში აღწერილია მისი შესვლა ბერძენთა [[ბანაკი (სამხედრო)|ბანაკში]] [[აქილევსი]]ს მიერ [[განგმირვა|განგმირული]] ჰექტორის გამოსასყიდად. აი, როგორი სიტყვით მიმართავს იგი აქილევსს: „ღვთაებათა თანაზიარო, მსურს გაგახსენო მამაშენი, ჩემებრ [[მხცოვანი]]... ის შენით ხარობს, რადგან ცოცხალი ეგულები და შენი ხილვის იმედით სუნთქავს. მე კი, უბედურს, ორმოცდაათი ვაჟკაციდან არავინ შემრჩა, ყველა იმსხვერპლა [[ომი|ომმა]], ჰექტორიც შენ განგმირე!.. მომირთმევია დიდძალი განძი, გთხოვ, დამიბრუნო მისი ცხედარი, ღირსეულად რომ დავკრძალო. ღმერთებს მიაგე პატივი და მეც შემიბრალე, თან მამაშენიც გაიხსენე. რას მოვესწარი! ხედავ, გიკოცნი ჩემი შვილების მკვლელს საძულველ ხელებს!“ მხცოვანი მეფის ღრმა მწუხარებამ შეძრა აქილევსი და რისხვადამცხრალმა აღასრულა მისი წადილი.  
ვაჟკაციდან არავინ შემრჩა, ყველა იმსხვერპლა [[ომი|ომმა]], ჰექტორიც შენ განგმირე!.. მომირთმევია დიდძალი განძი, გთხოვ, დამიბრუნო მისი ცხედარი, ღირსეულად რომ დავკრძალო. ღმერთებს მიაგე პატივი და მეც შემიბრალე, თან მამაშენიც გაიხსენე. რას მოვესწარი! ხედავ, გიკოცნი ჩემი შვილების მკვლელს საძულველ ხელებს!“ მხცოვანი მეფის ღრმა მწუხარებამ შეძრა აქილევსი და რისხვადამცხრალმა აღასრულა მისი წადილი.  
+
  
პრიამოსის გარდაცვალების ამბავს ვხვდებით ევრიპიდეს „ტროელ ქალებსა“ და ვერგილიუსის „ენეიდაში“. როდესაც ტროა იფერფლებოდა, პრიამოსმა [[ზევსი]]ს ტაძარს შეაფარა თავი. იქ კი იხილა თუ როგორ მოკლა [[ნეოპტოლემოსი|ნეოპტოლემოსმა]] მისი ვაჟი, პოლიტოსი. პრიამოსმა შურისძიება სცადა, მაგრამ ნეოპტოლემოსმა უმოწყალოდ განგმირა მეფეც.
 
მიმდინარე ცვლილება 20:09, 11 ნოემბერი 2021 მდგომარეობით

პრიამოსი.
სკიფოსის ფერწერა (ძვ.წ. 485-480 წ.წ.), ვენა, მხატვრულ-ისტორიული მუზეუმი

პრიამოსი(ბერძნ.) ტროას უკანასკნელი მეფე. ლაომედონის უმცროსი ვაჟი. ჰექტორის, პარისის, დეიფობოსის, ტროილოსის, კრეუსას, ლაოდიკეს, პოლიქსენეს, კასანდრას და სხვათა მამა.

როდესაც შურისმაძიებელმა ჰერაკლემ ტროა დაარბია, ლაომედონიცა და მისი ვაჟებიც ერთიანად ამოხოცა. ცოცხალი დატოვა მხოლოდ დატყვევებული პოდარკესი, რომელიც მამას დადებული პირობის აღსასრულებლად მოუწოდებდა. ჰერაკლემ თავის თანამებრძოლ ტელამონს უბოძა მეფის ასული ჰესიონე, რომელსაც ნება დართო გამოესყიდა ტყვეთაგან ნებისმიერი. მან თავისი ძმა აირჩია. სწორედ მას შემდეგ შეარქვეს პოდარკესს პრიამოსი, რაც „გამოსყიდულს“ ნიშნავს.

პრიამოსს რამდენიმე ცოლი ჰყავდა, რომელთაგან 50 ვაჟსა და კიდევ უფრო მეტ ქალიშვილს ითვლიდა. ისინი, დაქორწინებულნიცა და დაუქორწინებელნიც, ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობდნენ სამეფო სასახლეში.

როდესაც ტროას ომი დაიწყო, პრიამოსი უკვე ხანდაზმული იყო და ბრძოლებს ქალაქის გალავნიდან ადევნებდა თვალს. „ილიადას“ ბოლო სიმღერაში აღწერილია მისი შესვლა ბერძენთა ბანაკში აქილევსის მიერ განგმირული ჰექტორის გამოსასყიდად. აი, როგორი სიტყვით მიმართავს იგი აქილევსს: „ღვთაებათა თანაზიარო, მსურს გაგახსენო მამაშენი, ჩემებრ მხცოვანი... ის შენით ხარობს, რადგან ცოცხალი ეგულები და შენი ხილვის იმედით სუნთქავს. მე კი, უბედურს, ორმოცდაათი ვაჟკაციდან არავინ შემრჩა, ყველა იმსხვერპლა ომმა, ჰექტორიც შენ განგმირე!.. მომირთმევია დიდძალი განძი, გთხოვ, დამიბრუნო მისი ცხედარი, ღირსეულად რომ დავკრძალო. ღმერთებს მიაგე პატივი და მეც შემიბრალე, თან მამაშენიც გაიხსენე. რას მოვესწარი! ხედავ, გიკოცნი ჩემი შვილების მკვლელს საძულველ ხელებს!“ მხცოვანი მეფის ღრმა მწუხარებამ შეძრა აქილევსი და რისხვადამცხრალმა აღასრულა მისი წადილი.

პრიამოსის გარდაცვალების ამბავს ვხვდებით ევრიპიდეს „ტროელ ქალებსა“ და ვერგილიუსის „ენეიდაში“. როდესაც ტროა იფერფლებოდა, პრიამოსმა ზევსის ტაძარს შეაფარა თავი. იქ კი იხილა თუ როგორ მოკლა ნეოპტოლემოსმა მისი ვაჟი, პოლიტოსი. პრიამოსმა შურისძიება სცადა, მაგრამ ნეოპტოლემოსმა უმოწყალოდ განგმირა მეფეც.

ანტიკურ ხელოვნებაში მოხუცი პრიამოსის მრავალი გამოსახულება არის აღბეჭდილი. ძველ სამყაროში მისი სახელი მრავალჭირნახული კაცის სიმბოლოდ იქცა.

[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები