ელგაცი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ელგჷცი“ გადაიტანა გვერდზე „ელგაცი“ გადამისამართებაზე)
 
ხაზი 6: ხაზი 6:
 
გვხვდება ორი სახის ელგაცები: პირველს განეკუთვნება უშუალოდ [[ქართველები]]ს მიერ ან მათი მონაწილეობით სხვადასხვა პერიოდში აშენებული მცირე ზომის ეკლესიები, რომლებიც, ადგილობრივთა გადმოცემების თანახმად, [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] (ვარიანტი: [[ერეკლე II]]-ის) აგებულია, ხოლო მეორეს – ვაინახებში გავრცელებული საგვარეულო საძვალეების – მიწისზედა [[აკლდამა|აკლდამების]] („[[ქაში|ქაშ-ი]]“) – მსგავსი საკულტო ნაგებობები.  
 
აკლდამასა და სამლოცველოს შორის მხოლოდ ერთადერთი განსხვავებაა: აკლდამას შესასვლელის სახით კვადრატული ღიობი აქვს, სამლოცველოს – ჩვეულებრივი კარი.
+
აკლდამასა და სამლოცველოს შორის მხოლოდ ერთადერთი განსხვავებაა: აკლდამას შესასვლელის სახით კვადრატული [[ღიობი]] აქვს, სამლოცველოს – ჩვეულებრივი კარი.
 +
 
 +
 
ხაზი 14: ხაზი 16:
 
*Алборов Б. А. Ингушское «Гальерды» и осетинское «Аларды» (К вопросу об осетино-ингушских культурных взаимоотношениях) // Алборов Б. А. Некоторые вопросы осетинской филологии. Орджоникидзе, 1979;  
 
*Алборов Б. А. Ингушское «Гальерды» и осетинское «Аларды» (К вопросу об осетино-ингушских культурных взаимоотношениях) // Алборов Б. А. Некоторые вопросы осетинской филологии. Орджоникидзе, 1979;  
 
*გონიაშვილი თ. ლექსიკური შეხვედრები ჩეჩნურისა ქართველურ ენებთან // ენიმკის მოამბე. თბ., 1940. V-VI.
 
*გონიაშვილი თ. ლექსიკური შეხვედრები ჩეჩნურისა ქართველურ ენებთან // ენიმკის მოამბე. თბ., 1940. V-VI.
 
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 16:45, 2 ნოემბერი 2021 მდგომარეობით

ელგაც-ი || ელგჷც-ი (ინგ. Эльгац || эльгыц) – ვაინახური სამლოცველო ზოგადად (ძირითადად, ქრისტიანული ტაძარი), ასევე „სასახლე“, „სახლი“, „სადგომი“; სპეციალისტებს მნიშვნელობათა გრადაცია შემდეგი სახით წარმოუდგენიათ: ტაძარი, სამლოცველო > სახლი; მიიჩნევენ, რომ ინგუშური ელგაც || ელგჷც ნახური ფონეტიკის წესთა შესაბამისად სახეცვლილი ქართული (← ბერძნული) „ეკლესია“ უნდა იყოს, რომელიც ნახურში ბევრად ადრე შევიდა, ვიდრე ჩეჩნური „ქილს" (← თურქ. Kilise „ეკლესია“), ან ინგუშური ქინაზ „ეკლესია“. ელგაც || ელგჷც მეტათეზის შედეგია, რომელიც ნახურში ყველაზე გავრცელებული ხერხია არასასურველი ბგერითი კომპლექსის დასაძლევად (ეკლესია > *ეგლეს > * ელგეს > *ელგეც > ელგაც || ელგჷც).

გვხვდება ორი სახის ელგაცები: პირველს განეკუთვნება უშუალოდ ქართველების მიერ ან მათი მონაწილეობით სხვადასხვა პერიოდში აშენებული მცირე ზომის ეკლესიები, რომლებიც, ადგილობრივთა გადმოცემების თანახმად, თამარ მეფის (ვარიანტი: ერეკლე II-ის) აგებულია, ხოლო მეორეს – ვაინახებში გავრცელებული საგვარეულო საძვალეების – მიწისზედა აკლდამების („ქაშ-ი“) – მსგავსი საკულტო ნაგებობები.

აკლდამასა და სამლოცველოს შორის მხოლოდ ერთადერთი განსხვავებაა: აკლდამას შესასვლელის სახით კვადრატული ღიობი აქვს, სამლოცველოს – ჩვეულებრივი კარი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Ахриев Ч. Э. Избранное. Назрань. 2000;
  • Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004;
  • Алборов Б. А. Ингушское «Гальерды» и осетинское «Аларды» (К вопросу об осетино-ингушских культурных взаимоотношениях) // Алборов Б. А. Некоторые вопросы осетинской филологии. Орджоникидзе, 1979;
  • გონიაშვილი თ. ლექსიკური შეხვედრები ჩეჩნურისა ქართველურ ენებთან // ენიმკის მოამბე. თბ., 1940. V-VI.

[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები