თვალჭრელიძე პარმენ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თვალჭრელიძე პარმენ“ გადაიტანა გვერდზე „პარმენ თვალჭრელიძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პარმენ თვალჭრელიძე“ გადაიტანა გვერდზე „თვალჭრელიძე პარმენ“ გ...) |
21:46, 28 იანვარი 2019-ის ვერსია
თვალჭრელიძე პარმენ ივანეს ძე (? - 31.VIII.1919, ქუთაისი) - ქართული ენის მასწავლებელი ქუთაისის I კლასიკურ გიმნაზიაში.
არ ჰქონდა უმაღლესი განათლება, მაგრამ, თანამედროვეთა გადმოცემით, იყო კარგი პედაგოგი, სპეციალისტი და უფლებრივად გაუთანაბრეს უმაღლეს დამთავრებულ მასწავლებლებს. მუშაობდა მასწავლებლად ბეშნაგირის ერთკლასიან სასწავლებელში 1888-1889 წლებში; 1908 წლიდან დროებით დაინიშნა ქართული ენის მასწავლებლად ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ დაამტკიცეს შტატის მასწავლებლად ამავე საგანში (1918). მინიჭებული ჰქონდა სამოქალაქო და სამრევლო მასწავლებლობის წოდება; 1911 წლიდან ქართული ენის მასწავლებლის წოდება.
1918 წლის დეკემბერში განათლების სამინისტროში გაგზავნილ დეპეშაში პ. თვალჭრელიძე სომხეთთან დაწყებულ ომში წასვლის უფლებას ითხოვდა: „გულს ვეღარ ვიკავებ, ჯარში ვეწერები, საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვთ, გთხოვთ შეეკითხოთ მინისტრის ამხანაგს“.
დეპეშაზე ასეთი პასუხი მიიღო:
„ახალგაზრდობას, რომელიც სასწავლებელში სწავლობს, ისევე ჭირდება ხელმძღვანელნი, როგორც სამშობლოს დღეს მეომარნი. ვფიქრობ, ბ-ნი თვალჭრელიძე უნდა დარჩეს სასწავლებელში“.
სამწუხაროდ, პ. თვალჭრელიძე ბოროტმოქმედების ხელით იქნა მოკლული.
- დოდო ჭუმბურიძე
ლიტერატურა
სცსა, ფ. 1935, აღწ. 2, საქ. 468.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი