საინაგ-ალდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''საინაგ-ალდარ-ი''' ''(ოს. Саинæг-æлдар – „საინაგ-ბატონი“)'' – ნართული ...)
 
ხაზი 2: ხაზი 2:
 
[[ვარხაგი]]ს ცოლის – [[საინაგონი]]ს მამა); ჰყავს ორი და, რომლებიც შვიდი უღელტეხილის მიღმა ცხოვრობენ; ზოგიერთი გადმოცემით, არის [[ბორათა|ბორათების]] დისწული, ზოგითაც – [[ახსართაგათა|ახსართაგათების]]; [[ურუზმაგი]]ს ერთ-ერთი შვილის აღმზრდელი; ზოგჯერაც გვევლინება, როგორც ვაიგი (დევი). საინაგ-ალდარი მთავარი ნართების – [[სოსლანი]]ს, [[ხამიცი]]სა და [[ბათრაძი]]ს, ხანაც ყველა ნართის მტერია. იგი ხშირად ერევა ნართების გვართაშორის [[ომი|ომში]]; არის ხან ერთის, ხან მეორე გვარის მომხრე (უფრო ხშირად ბორათების მხარესაა). ბორაანთ [[ბურაფარნიგი|ბურაფარნიგისა]] და სხვათა ცოლების შეცდენისათვის საინაგ-ალდარი კლავს ნართ ხამიცს (ამ უკანასკნელის კბილს მოხვედრილი მისი [[ხმალი|ხმლის]] ნატეხი ცას გამოეკერება და მთვარე გაჩნდება). საბოლოოდ მას ხამიცის ვაჟი – ბათრაძი კლავს (სხვა ვარიანტით, ნართებთან ომში კვდება) და აჭრის მარჯვენა მკლავს, რომელსაც, [[სათანა]]ს რჩევით, უკან აბრუნებს.
 
ნართული ეპოსის ცნობილი მკვლევარები (ვ. აბაევი, ტ. გურიევი და სხვ.) თვლიან, რომ საინაგ-ალდარის ქვეშ იგულისხმება ისტორიული ფიგურა, მონღოლი ხანი საინი, იგივე ბათო-ყაენი. სახელი საინაგ-ალდარი არის ოსური ენის ნორმებით გაფორმებული საინ-ხანი – „სახელოვანი ხანი“. ასე უწოდებდნენ მონღოლები (და არამარტო მონღოლები) ბათო ყაენს (მონღოლური საინი – „კარგი“, „კეთილი“, „შესანიშნავი“, „ბედნიერი“). საინაგ-ალდარის პერსონაჟი, სხვა გმირებთან ერთად, მიუთითებს ნართულ ეპოსში მძლავრ მონღოლურ გავლენაზე.
+
ნართული ეპოსის ცნობილი მკვლევარები ([[ვასილ აბაევი|ვ. აბაევი]], ტ. გურიევი და სხვ.) თვლიან, რომ საინაგ-ალდარის ქვეშ იგულისხმება ისტორიული ფიგურა, მონღოლი ხანი საინი, იგივე ბათო-ყაენი. სახელი საინაგ-ალდარი არის ოსური ენის ნორმებით გაფორმებული საინ-ხანი – „სახელოვანი ხანი“. ასე უწოდებდნენ მონღოლები (და არამარტო მონღოლები) ბათო ყაენს (მონღოლური საინი – „კარგი“, „კეთილი“, „შესანიშნავი“, „ბედნიერი“). საინაგ-ალდარის პერსონაჟი, სხვა გმირებთან ერთად, მიუთითებს ნართულ ეპოსში მძლავრ მონღოლურ გავლენაზე.
  
მიმდინარე ცვლილება 13:25, 13 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

საინაგ-ალდარ-ი (ოს. Саинæг-æлдар – „საინაგ-ბატონი“) – ნართული ეპოსის პერსონაჟი, აგუნდა მზეთუნახავის მამა (სხვა ვარიანტით, ვარხაგის ცოლის – საინაგონის მამა); ჰყავს ორი და, რომლებიც შვიდი უღელტეხილის მიღმა ცხოვრობენ; ზოგიერთი გადმოცემით, არის ბორათების დისწული, ზოგითაც – ახსართაგათების; ურუზმაგის ერთ-ერთი შვილის აღმზრდელი; ზოგჯერაც გვევლინება, როგორც ვაიგი (დევი). საინაგ-ალდარი მთავარი ნართების – სოსლანის, ხამიცისა და ბათრაძის, ხანაც ყველა ნართის მტერია. იგი ხშირად ერევა ნართების გვართაშორის ომში; არის ხან ერთის, ხან მეორე გვარის მომხრე (უფრო ხშირად ბორათების მხარესაა). ბორაანთ ბურაფარნიგისა და სხვათა ცოლების შეცდენისათვის საინაგ-ალდარი კლავს ნართ ხამიცს (ამ უკანასკნელის კბილს მოხვედრილი მისი ხმლის ნატეხი ცას გამოეკერება და მთვარე გაჩნდება). საბოლოოდ მას ხამიცის ვაჟი – ბათრაძი კლავს (სხვა ვარიანტით, ნართებთან ომში კვდება) და აჭრის მარჯვენა მკლავს, რომელსაც, სათანას რჩევით, უკან აბრუნებს.

ნართული ეპოსის ცნობილი მკვლევარები (ვ. აბაევი, ტ. გურიევი და სხვ.) თვლიან, რომ საინაგ-ალდარის ქვეშ იგულისხმება ისტორიული ფიგურა, მონღოლი ხანი საინი, იგივე ბათო-ყაენი. სახელი საინაგ-ალდარი არის ოსური ენის ნორმებით გაფორმებული საინ-ხანი – „სახელოვანი ხანი“. ასე უწოდებდნენ მონღოლები (და არამარტო მონღოლები) ბათო ყაენს (მონღოლური საინი – „კარგი“, „კეთილი“, „შესანიშნავი“, „ბედნიერი“). საინაგ-ალდარის პერსონაჟი, სხვა გმირებთან ერთად, მიუთითებს ნართულ ეპოსში მძლავრ მონღოლურ გავლენაზე.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 1. Владикавказ: 2003;
  • Абаев В. И. Избранные работы. Т. I. Религия. Фольклор. Литература. Владикавказ, 1990;
  • Гуриев Т. А. К проблеме генезиса осетинского нартовского эпоса. Орджоникидзе, 1971;
  • მისივე, Антропонимия осетинского нартовского эпоса. Орджоникидзе, 1982.

[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები