იუდეის არმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''იუდეის არმია''' – იუდეველების არმია ისევე როგორც [[ისრაელი|ი...)
 
(წყარო)
ხაზი 12: ხაზი 12:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია]]
 
[[ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია]]
 +
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
[[იუდეის სამეფო]]
 
[[კატეგორია:ებრაელთა ისტორია]]
 
[[კატეგორია:ებრაელთა ისტორია]]
 
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები ახლო აღმოსავლეთში]]
 
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები ახლო აღმოსავლეთში]]
 
[[კატეგორია:ახლო აღმოსავლეთის ისტორია]]
 
[[კატეგორია:ახლო აღმოსავლეთის ისტორია]]

14:18, 28 ივნისი 2018-ის ვერსია

იუდეის არმია – იუდეველების არმია ისევე როგორც ისრაელისა, მოხალისეებისაგან შედგებოდა და რეგულარულ ნაწილს მხოლოდ მეფის მცველთა დანაყოფი შეადგენდა, რომელიც უცხოელი მოქირავნე მეომრებისაგან იყო ჩამოყალიბებული.

ძვ.წ. X საუკუნეში იუდეაში გამოჩნდა ეტლები და „მდევართა“ რაზმი, რომელიც მსუბუქი ქვეითებისგან შედგებოდა და მოგვიანებით უკვე ეტლებზე ამხედრებული იბრძოდა. ჯარი იყოფოდა 1000, 100, 50 და 10 კაციან რაზმებად. იუდეის მთელი მოხალისეთა არმიის რიცხვი 100000-ს აღწევდა. მოხალისეთა დანაყოფები ხუთ რაზმად ერთიანდებოდა, რომლებიც იოსაფატის (იოშაფატი ძვ.წ. 876-851) მეფობის პერიოდში ასე იყვნენ დანაწილებულები: I-ში 30000 ჯარისკაცი, II – 28000, III – 20000, IV – 18 მშვილდოსანი და V – 20000 მშვილდოსანი.

თუ ბიბლიაში იუდეის არმიაზე ცნობებს ვნახავთ, გაოცდებით, რადგან ჯარის რიცხვი 10-ჯერაა გაზრდილი და 100000-ის ნაცვლად იუდეის არმია 1000000-ჯარისკაცით მოიხსენიება, ასევეა შემდეგ, გვიანდელი პერიოდის (დაცემის პერიოდის) იუდეის არმიის რიცხვიც კი უზარმაზარია.

იუდეა 12 რაიონად იყოფოდა, რომელთაგან არცერთს არ შეეძლო დამოუკიდებლად იმ რაოდენობის ჯარი გამოეყვანა, რომ ერთი თვე ემსახურა სამეფო არმიაში, ამიტომ თითოეული რაიონი წელიწადში 10,5 კვირა ვალდებული იყო მოხალისეთა რაზმები ჯარში გაეგზავნა. თითქმის ყველა ჯარისკაცი ქვეითთა რიგებში იბრძოდა და იუდეველთა ფალანგა მთელს პალესტინაში იყო ცნობილი. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ იუდეის არმიის 78000 ჯარისკაცი იოსაფატის დროს, ადონის, იოხანანის და ამასიას მეთაურობით მთლიანად ფარ-შუბიანები იყვნენ. იუდეის არმია თითქმის არ განსხვავდებოდა ისრაელის სამეფოს არმიისაგან, ორივე სამეფო ხომ ერთის დაშლის შედეგი იყო და მეფეებიც და ხალხიც ერთი, სემიტური მოდგმის წარმომადგენლები იყვნენ. ებრაელთა სამხედრო ისტორიაზე ნახეთ: ისრაელის არმია, იოაბ ცერუის ძე, ბენაია იეჰოიდაყის ძე, საულ მეფე, დავით მეფე.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

იხილე აგრეთვე

იუდეის სამეფო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები