იოაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოაბი (დაახლ. ძვ.წ. X სს.) – ცერუის ძე, დავითი დის ვაჟი, ისრაელის მხედართმთავარი დავითის მეფობის პერიოდში. მართალია იოაბი დავითის ნათესავი იყო და ეს დაეხმარა მაღალი თანამდებობის დაკავებაში, თუმცა ის ძალიან ნიჭიერი, მოხერხებული, ერთგული და მამაცი ადამიანი გახლდათ. ამას გარდა მან უამრავი ომი გადაიხადა, რომლებშიც გამარჯვებული გამოვიდა და თავის სამხედრო ნიჭს ხაზი გაუსვა. იოაბს თავისი მეფისთვის არ უღალატია და მთელი თავის სიცოცხლის მანძილზე მისთვის იბრძოდა.

იოაბმა განსაკუთრებით თავი გამოიჩინა იერუსალიმის აღებაში და ამონიტელებთან ომში, როდესაც გაანადგურა ამონიტელების და მათი მოკავშირე არამელების მეფის, ჰადადეზერის ჯარი და მან ეს შეძლო ურთულეს სიტუაციაში, მტრის არშიებიდან ორმხრივი იერიშების დროს. წარმატებით აწარმოებდა ქალაქ რაბათ-ამონის (ამანი) ალყას, დაიპყრო ედომის ანუ იდუმვის სახელმწიფო. იოაბმა ჩაახშო შევას და შემდეგ დავითის ვაჟის აბესალომის აჯანყება. აბესალომი სწორედ იოაბმა მოკლა შუბის ტყორცნით, როდესაც ის ტყეში გარბოდა ცხენით და თვით ხის ტოტებში გაიჩხირა.

მიუხედავად დავითისადმი ერთგულებისა, იოაბმა რამდენჯერმე გადაუხვია მის ნებას, რის გამოც რისხვა დაიმ- სახურა. დავითმა ერთგულ სარდალს არც აბნერის (საულის სარდალი) მკვლელობა აპატია და არც აბესალომისა. მისი მეფობის უკანასკნელ წლებში იოაბი სამეფო ძალაუფლების განსამტკიცებლად ჩაერთო სახელმწიფო ინტრიგებში და დახმარება გაუწია დავითის უფროს ვაჟს, ადონიას, ტახტის მემკვიდრის, სოლომონის წინააღმდეგ მოქმედებაში როდესაც სოლომონი ისრაელის სამეფოს მეფე გახდა, მისი ბრძანებით იოაბი სიკვდილით დასაჯეს.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები