საექსპედიციო ჯარები
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | [[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | ||
− |
15:48, 6 ივნისი 2018-ის ვერსია
საექსპედიციო ჯარები (ძალები, არმია) - სახელმწიფოს (სახელმწიფოების კოალიციის) შეიარაღებული ძალების ნაწილი, რომელიც გადასროლილია, ჩვეულებრივ, საზღვაო (საჰაერო) ტრანსპორტით მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი რაიონის დასაუფლებლად, მოკავშირე ჯარების ხელშეწყობის ან სხვა სამხედრო-პოლიტიკური ამოცანების შესრულების მიზნით.
საექსპედიციო ჯარების გამოყენების მაგალითია აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მრავალრიცხოვანი სამხედრო კონტინგენტების გადასხმა და მოქმედება ევროპაში, აზიასა და აფრიკაში I და II მსოფლიო ომების დროს.
საექსპედიციო ჯარებს იყენებდნენ საფრანგეთი და აშშ – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (1946–75), აშშ – კორეაში (1950–53). საექსპედიციო ჯარების I ეშელონს, ჩვეულებრივ, შეადგენენ საზღვაო ქვეითი ჯარი და აერომობილური (საჰაერო-სადესანტო, საჰაერო-მოიერიშე) ჯარები. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებში იქმნება საექსპედიციო დივიზიები, ბრიგადები და ბატალიონები, რომლებიც მოიცავენ საზღვაო ქვეითი ჯარის, ავიაციის, უზრუნველყოფის და გაძლიერების ფორმირებებს.