ლიბანი
(ახალი გვერდი: წარწერის ტექსტი '''ლიბანი''' ''(Lebanon – ლიბანის რესპუ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | [[ფაილი: | + | [[ფაილი:Libanis drosha.jpg|thumb|250პქ|'''ლიბანის დროშა''']] |
'''ლიბანი''' ''(Lebanon – ლიბანის რესპუბლიკა)'' – [[სახელმწიფო]] დასავლეთ [[აზია]]ში, ახლო აღმოსავლეთში. ქვეყანას დასავლეთით ესაზღვრება | '''ლიბანი''' ''(Lebanon – ლიბანის რესპუბლიკა)'' – [[სახელმწიფო]] დასავლეთ [[აზია]]ში, ახლო აღმოსავლეთში. ქვეყანას დასავლეთით ესაზღვრება | ||
ხმელთაშუა ზღვა. | ხმელთაშუა ზღვა. |
17:42, 30 აპრილი 2018-ის ვერსია
ლიბანი (Lebanon – ლიბანის რესპუბლიკა) – სახელმწიფო დასავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში. ქვეყანას დასავლეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა.
ფართობი – 10,4 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 4,2 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – არაბული.
დედაქალაქი – ქ. ბეირუთი.
ადმინისტრაციულად იყოფა 6 მუჰაფაზად (გუბერნია).
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი
საკანონმდებლო ორგანო – დეპუტატთა პალატა.
ლიბანის დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1943 წლის 22 ნოემბერს. მის ტერიტორიაზე მოქმედებს შეიარაღებული რადიკალური შიიტური პარტია "ჰეზბოლა“, აგრეთვე თავისი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს წარმოდგენილი სირიას. ეკონომიკის ძირითადი დარგებია საბანკო-საფინანსო საქმიანობა, ვაჭრობა, ტურიზმი.
საზღვაო პორტებია: ბეირუთი, ტრიპოლი, საიდა, ჯუნია, ჯუბაილი, ბატრუნი.
საერთაშორისო აეროპორტი – ბეირუთი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 59,1 ათ. კაცი (2012) სახმელეთო ჯარები 57 ათ., სამხედრო-საჰაერო 1 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 1,1 ათ.. დაკომპლექტება 2007 წლიდან ხორციელდება დაქირავებული პირებით.