იდეოლოგიური ბრძოლა ომში
ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:პოლიტიკური ტერმინები]] | [[კატეგორია:პოლიტიკური ტერმინები]] | ||
+ | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] |
მიმდინარე ცვლილება 16:11, 4 აპრილი 2018 მდგომარეობით
იდეოლოგიური ბრძოლა ომში - ომში გამარჯვების მისაღწევად სულიერ სფეროში მეომარი მხარეების დაპირისპირება.
იწყება, როგორც წესი, ომის დაწყებამდე, ხოლო მისი დაწყების შემდეგ იღებს სრულმასშტაბიან და ღია ხასიათს. იდეოლოგიური ბრძოლის ხასიათს განაპირობებს მოწინააღმდეგე მხარეების სამხედრო პოლიტიკა, მათი სამხედრო დოქტრინები, ასევე თავად ომის სოციალურ-პოლიტიკური ხასიათი.
იდეოლოგიური ბრძოლის ძირითადი სუბიექტია სახელმწიფო, პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური, საზოგადოებრივი ორგანოები და ორგანიზაციები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ჯარების სპეციალური ქვედანაყოფები.
იდეოლოგიური ბრძოლის ძირითადი ობიექტებია: მოწინააღმდეგე მხარის სამხედრო მოსამსახურეები, მოსახლეობა და სამხედრო ტყვეები.
იდეოლოგიური ბრძოლა მიმართულია სულიერ სფეროში მოწინააღმდეგის ძალისხმევის საწინააღმდეგოდ, მისი ჯარების დემორალიზაციისკენ, საკუთარი და მოკავშირე ქვეყნების არმიების და მოსახლეობის სულიერების გაძლიერებისკენ.
იდეოლოგიური ბრძოლის თანამედროვე ინსტიტუტები და აპარატი აღჭურვილი არიან მრავალფეროვანი ტექნიკური საშუალებებით (ტიპოგრაფიებით, ტელევიზიით, ვიდეოჩამწერი აპარატებით, რადიოსადგურებით, საავიაციო-პროპაგანტისტული მასალების მიწოდების და გავრცელების საშუალებებით, მათ შორის თანამგზავრების, სარაკეტო-საარტილერიო და საავიაციო საბრძოლო მასალების საშუალებით და ა.შ.).