დემორალიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დემორალიზაცია - (ფრანგული - demoralisation), მორალური გახრწნა, ზნეობის, დისციპლინის, სულისკვეთების დაცემა. დემორალიზაციის დროს ჯარების პირადი შემადგენლობა კარგავს აუცილებელ მორალურ-საბრძოლო თვისებებს, სირთულეების გადატანის უნარს, განწყობილია უკან დახევისთვის, ტყვედ ჩაბარებისთვის, კაპიტულაციისთვის.

დემორალიზაცია შეიძლება იყოს ომის მიზნებისადმი ჯარისკაცების უარყოფითი განწყობის შედეგი. დემორალიზაციის პროცესის დაჩქარებას ხელს უწყობს ომის არასასურველი მიმდინარეობა, პირადი შემადგენლობის მრავალრიცხოვანი დანაკარგები და გადაღლა, არადამაკმაყოფილებელი მატერიალური უზრუნველყოფა, მოწინააღმდეგის იდეოლოგიური ზემოქმედება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები