იორდანია
Labashidze (განხილვა | წვლილი) მ (მომხმარებელმა Labashidze გვერდი „იორდანიის ჰაშიმიდთა სამეფო“ გადაიტანა გვერდზე „იორდანია“ გადა...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Iordaniis droSa.jpg|thumb|250პქ|'''იორდანიის დროშა''']] | ||
'''იორდანია''' - (Iordania - იორდანიის ჰაშიმიდთა სამეფო), [[სახელმწიფო]] ახლო აღმოსავლეთში, | '''იორდანია''' - (Iordania - იორდანიის ჰაშიმიდთა სამეფო), [[სახელმწიფო]] ახლო აღმოსავლეთში, | ||
წითელ ზღვაზე გასასვლელით. | წითელ ზღვაზე გასასვლელით. |
13:22, 18 ივნისი 2018-ის ვერსია
იორდანია - (Iordania - იორდანიის ჰაშიმიდთა სამეფო), სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში, წითელ ზღვაზე გასასვლელით.
ფართობი 89,4 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 6,4 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – არაბული.
დედაქალაქი - ქ.ამანი.
ადმინისტრაციულად იყოფა 12 მუჰაფაზად (პროვინცია). იორდანიაში კონსტიტუციური მონარქიაა.
საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს მეფეს და ეროვნულ კრებას (ორპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – მეფეს, რომელიც მას ახორციელებს მთავრობის საშუალებით.
იორდანიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1946 წლის 25 მაისს.
იორდანია აგრარული ქვეყანაა მრავალწყობიანი სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურით.
საზღვაო პორტია ელ-აკაბა.
საერთაშორისო აეროპორტები: ამანი, აკაბა.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 100,5 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 88 ათ., სამხედრო-საზღვაო 0,5 ათ და სამხედრო-საჰაერო ძალები 12 ათ.. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.