ნეიმანი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნეიმანი ალექსანდრე“ გადაიტანა გვერდზე „ალექსანდრე ნეიმანი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალექსანდრე ნეიმანი“ გადაიტანა გვერდზე „ნეიმანი ალექსანდრე“ გ...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:00, 7 თებერვალი 2024 მდგომარეობით

ალექსანდრე ნეიმანი – (დ. 4 ნოემბერი 1880, თბილისი – გ. 8 ივლისი 1967, იქვე) ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, პედაგოგი, თეატრისა და კინოს, მსახიობი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

1902 დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და მუშაობა დაიწყო ხაშურის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად. 1919-21 იყო ზოგადსაგანმანათლებლო კურსების ინსპექტორი და რუსული ენის მასწავლებელი. 1933-იდან 1936-მდე ითვლებოდა ქართული საბჭოთა დიდი ენციკლოპედიის რედაქციის სწავლულ მდივნად და მონაწილეობდა თსუ-ის მიერ გამოცემული რუსულ-ქართული ლექსიკონის (1937) შედგენაში. 1938–60 პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

ნეიმანის სამეცნიერო ნაშრომები ეხება ქართული ენის, ქართული და რუსული ლიტერატურის ისტორიას, ქართ. თეატრის საკითხებს. მათ შორის ფუნდამენტურია „ქართულ სინონიმთა ლექსიკონი“ (I გამოც. 1951), რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა. ნეიმანმა თარგმნა რუსულად ი. ჭავჭავაძის („კაცია-ადამიანი?“), ა. ყაზბეგის („ელისო“, „ელგუჯა“, „ხევისბერი გოჩა“), დ. კლდიაშვილის („სამანიშვილის დედინაცვალი“, „ბაკულას ღორები“, „როსტომ მანველიძე“), შ. დადიანის, ე. ზედგინიძისა და სხვათა ნაწარმოებები, აგრეთვე ზ. ფალიაშვილის, შ. მშველიძისა და სხვა ქართველ კომპოზიტორთა ოპერების, არიების, რომანსების, სიმღერების ლიბრეტოები და ტექსტები; რუსულიდან ქართულად თარგმნა უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოები, ასევე საოპერო ლიბრეტოები, ფ. შილერის ოდა „სიხარულს“ და სხვ.

ახალგაზრდობაში ნეიმანი წლების მანძილზე მუშაობდა ავჭალის სცენისმოყვარე მუშათა კლუბში და სახალხო სახლში ქართული თეატრის ისეთ მოღვაწეებთან ერთად, როგორებიც იყვნენ ვ. აბაშიძე, მ. საფაროვა-აბაშიძისა, ა. იმედაშვილი, ა. წუწუნავა, შ. დადიანი, ი. გრიშაშვილი, ე. ნინიძე, ი. ზურაბიშვილი და სხვ. შესრულებული აქვს 40-მდე სახასიათო როლი პიესებში (ნ. გოგოლისრევიზორი“, ა. ცაგარელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, ა. გუნიას „აღლუმი“, ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“, „შემოსავლიანი ადგილი“ და სხვ.) და შექმნა რამდენიმე შთამბეჭდავი სახე ქართულ ფილმებში („უკანასკნელი მასკარადი“, „არსენა“…).

ვ. ნეიძე

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები