მეტათეზისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 3: ხაზი 3:
 
მეტათეზისის მიზეზი შეიძლება იყოს არტიკულაციური (ჩვეულებრივ, კონტაქტური მეტათეზისის დროს): წარმოთქმისათვის უხერხული ან ბგერათშეხამების სისტემის თვალსაზრისით არამოტივირებული კომპლექსების აცილება (ნახშირი < ნაშხირი, კვლა < კლვა…), ან ფსიქოლოგიური (ჩვეულებრივ, დისტანციური მეტათეზისის დროს) – [[ანტიციპაცია]] და ინერცია. მეტათეზისი უპირატესად სასაუბრო ენას, [[დიალექტი|დიალექტურ]] მეტყველებას ახასიათებს, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა ასეთი ფორმები სალიტერატურო ენაშიც მკვიდრდება (ნამგალი, ცარიელი…).
 
 +
''ნ. იმნაძე''
 +
 +
 +
==ლიტერატურა==
 +
[[ახვლედიანი გიორგი (ენათმეცნიერი)|ახვლედიანი გ.]], ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., I949.
  
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:ენათმეცნიერება]]
 
[[კატეგორია:ენათმეცნიერება]]

16:51, 2 თებერვალი 2024-ის ვერსია

მეტათეზისი – (ბერძნ. metathesis – გადაადგილება), პერმუტაცია, ტრანსპოზიცია, გადასმა, სიტყვაში მარცვლების, ბგერების ან ბგერითი მახასიათებლების ურთიერთჩანაცვლება ასიმილაციურ ან დისიმილაციურ ნიადაგზე. მეტათეზისი შეიძლება იყოს რაოდენობითი, მაგ., სიტყვაში ბგერის სიგრძე-სიმოკლის გადასმა (ბერძნ. teos < tieos) და თვისებრივი, როცა საქმე ეხება თვით ბგერების გადანაცვლებას. მეტათეზისი კონტაქტურია, როდესაც ხდება მოსაზღვრე ბგერების გადასმა (ნახშირი < ნაშხირი), დისტანციური – დაშორებული ბგერების გადაადგილება (ცარიელი < ცალიერი). ბგერათა გადაადგილების მიმართულების მიხედვით მეტათეზისი შეიძლება იყოს პროგრესული (დიალექტ. ნავხე < ვნახე) და რეგრესული (ნამგალი < მანგალი). ქართულში მეტათეზისის საერთო მიმართულება რეგრესულია. განსაკუთრებით ხშირია სონორულ და კბილბაგისმიერ -ს გადასმა (სვლა < სლვა, ხვრა < ხრვა, კვლა < კლვა…).

მეტათეზისის მიზეზი შეიძლება იყოს არტიკულაციური (ჩვეულებრივ, კონტაქტური მეტათეზისის დროს): წარმოთქმისათვის უხერხული ან ბგერათშეხამების სისტემის თვალსაზრისით არამოტივირებული კომპლექსების აცილება (ნახშირი < ნაშხირი, კვლა < კლვა…), ან ფსიქოლოგიური (ჩვეულებრივ, დისტანციური მეტათეზისის დროს) – ანტიციპაცია და ინერცია. მეტათეზისი უპირატესად სასაუბრო ენას, დიალექტურ მეტყველებას ახასიათებს, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა ასეთი ფორმები სალიტერატურო ენაშიც მკვიდრდება (ნამგალი, ცარიელი…).

ნ. იმნაძე

ლიტერატურა

ახვლედიანი გ., ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., I949.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები