თამარ მეფე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Tamar mefe.JPG|thumb|თამარ მეფე]]
 
[[ფაილი:Tamar mefe.JPG|thumb|თამარ მეფე]]
'''თამარ მეფე'''– 1172 – 1273) საქართველოს უგამოჩენილეს ხელმწიფეთაგანი, სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი. მეფე [[გიორგი III]]-ის ასული, [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] სამეფო დინასტიის
+
'''თამარ მეფე'''– ერთიანი საქართველოს მეფე 1184–1213 (2007, 2010), [[გიორგი III]]-ის ასული
წარმომადგენელი. ტახტზე ავიდა 1184 წელს. მისი მეფობის ხანა ქართველი ერის სულიერი და მატერიალური კულტურის ზეობის ხანაა. თამარი თვით ჩაუდგა სათავეში ფართო მასშტაბის კულტურულ-საგანმანათლებლო მოძრაობას. სამეფო კარზე შემოიკრიბა სწავლულნი, მეცნიერნი, მწიგნობარნი, პოეტები. დიდად შეეწია ქართული კულტურის საზღვარგარეთულ ცენტრებსაც.
+
 
 +
1178 წელს (მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ 1179 წელს) გიორგი III-მ თავისი ერთადერთი ასული თამარი თანამოსაყდრედ დასვა. მეფე შიშობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ თამარს გარკვეული სიძნელეები არ  შეხვედროდა გამეფების პროცესში. საქართველოს ისტორიაში ხომ პირველად უნდა ასულიყო ქალი ტახტზე. ექვსი წელი მამა-შვილი ერთად მართავდა სამეფოს. ეს პერიოდი თამარისთვის უდიდესი გამოცდილების მიღების ხანა იყო. 1184 წლიდან, გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ თამარი ერთმმართველი გახდა.
 +
 
 +
==== თამარის მეფობის პირველი წლები====
 +
დიდგვაროვნებმა ჩათვალეს რომ დადგა ის დრო, როდესაც მათ შეეძლოთ [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლი]]სა და გიორგი III-ის დროს დაკარგული პრივილეგიები დაებრუნებინათ. 1184 წელსვე თამარი ხელმეორედ აკურთხეს მეფედ. ცოტა ხანში დიდებულებმა მეფეს გიორგი III-ის დროს დაწინაურებული მოხელეების გადაყენება მოსთხოვეს, რომლებიც დაბალი სოციალური წარმოშობისანი იყვნენ. თამარი იძულებული გახდა დაეთმო და ერთგული ვაზირები – [[ამირსპასალარი|ამირსპასალარ]]-[[მანდატურთუხუცესი]] ყუბასარი და [[აზნაურის ყმა|აზნაურის ყმობიდან]] [[მსახურთუხუცესი|მსახურთუხუცესობამდე]] აღზევებული აფრიდონი გადაეყენებინა. სულ მალე –[[მეჭურჭლეთუხუცესი|მეჭურჭლეთუხუცესმა]] ყურთლუ-არსლანმა სამეფო ხელისუფლების შეზღუდვისა და სახელმწიფო მმართველობის რეფორმის გეგმა წამოაყენა. სამეფო კარის გვერდით უნდა შექმნილიყო ახალი დაწესებულება, ე.წ. „კარავი“. ყურთლუს არით „კარავში“ შეკრებილი დიდებულები „განმგებელნი მიცემისა და მოღებისა, წყალობისა და შერისხვისანი, ვჰკადრებდეთ და ვაცნობებდეთ თამარს, მეფესა და დედოფალსა, მაშინღა სრულ იქმნებოდეს განგებული ჩვენი“. ამ პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლება რჩებოდა. თამარის ბრძანებით ყურთლუ-არსლანი დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს, რადგან ამ უკანასკნელის თანამზრახველები, რომლებიც როგორც ჩანს, საკმაოდ მრავალრიცხოვნები იყვნენ, შეიარაღებული გამოსვლით დაიმუქრნენ. შეთქმულებთან მოსალაპარაკებლად მეფემ ორი მანდილოსანი გაგზავნა – ხვაშაქ ცოქალი და კრავაჲ ჯაყელი. მოლაპარაკებისა და დათმობების შემდეგ მოხერხდა სამეფოში მშვიდობის აღდგენა. „კარავის“ დაარსების იდეა უარყოფილ იქნა, სამაგიეროდ, როგორც ჩანს, გაფართოვდა დარბაზის უფლებები (ყურთლუ არსლანი საერთოდ გაქრა პოლიტიკიდან).
 +
 
 +
==== თამარის პირველი ქორწინება ====
 +
უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა თამარის გათხოვების საკითხს, რადგან მისი ქმარი სამეფოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალაუფლებისა და გალენის მქონე პიროვნება ხდებოდა. დიდგვაროვნებმა არჩევანი როსტოვ-სუზდალის მთავრის ანდრია ბოგოლუბსკის ვაჟზე – იურიზე შეაჩერეს. იური, რომელსაც ქართველებმა გიორგი უწოდეს, ამ დროისათვის სამთავროდან ბიძის მიერ გამოძევებული და ყივჩაყებთან თავშეფარებული იყო. 1185, ზოგის მოსაზრებით 1186 წელს, გიორგი რუსი საქართველოში ჩამოიყვანეს და თამარზე დააქორწინეს, მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ გიორგის მრავალი პიროვნული ნაკლი გააჩნდა. მისი გაჩერება სამეფო კარზე უკვე შეუძლებელი იყო და ორი წლის შემდეგ, თამარი მას გასცილდა. გიორგი რუსი საქართველოდან გააძევეს.
 +
 
 +
1191 წელს საქართველოში გიორგი რუსი დაბრუნდა, მას აქ მხარდამჭერთა საკმაოდ დიდი დასი ეგულებოდა, რომელთა მეშვეობით ტახტის დაუფლებას შეეცადა. აჯანყებულებმა გიორგი  რუსი გეგუთში მეფედ კი აკურთხეს, შემდეგ თავისი ჯარი ორად გაყვეს და თამარის წინააღმდეგ დაიძრნენ. სამეფოსთვის ამ მეტად მძიმე წუთებში, თამარმა სიმტკიცე გამოიჩინა, სასწრაფოდ შემოიკრიბა ერთგული პირები და მოახერხა აჯანყებულთა დამარცხება. „უბედური რუსი“ კვლავ გაძევებულ იქნა, მის მომხრეებს კი ([[ვარდან დადიანი|ვარდან დადიანს]], [[ბოცო ჯაყელი|ბოცო ჯაყელს]], გუბაზ ტაოსკარელს) თანამდებობებიდან და მამულები ჩამოართვეს, დასჯით კი არავინ დაუსჯიათ მკაცრად, რადგან „დღეთა შინა თამარისათა არავინ გამოჩნდა მიმძლავრებული მეცნიერებითა მისითა, არცა-ვინ დასჯილა… არცა ვინ ბრძანებითა მისითა ასომოკვეთილ იქნა და არცა სიბრმითა დაისაჯა“.
 +
 
 +
1193 წელს გიორგი რუსმა კიდევ ერთხელ სცადა დაკარგულის დაბრუნება და ჰერეთის მხრიდან საქართველოში შემოჭრა განიზრახა. ამჯერად მას აღარავინ მიემხრო და საღირ მახატლის-ძემ თავისი სანაპირო მხედრობით ადვილად უკუაგდო გიორგი რუსი.
 +
 
 +
==== თამარის მეორე ქორწინება ====
 +
1189 წელს თამარმა მეორედ იქორწინა, ამჯერად ბაგრატიონთა ოსთა სამეფო სახლის შთამომავალზე [[დავით სოსლანი|დავით სოსლანზე]].
 +
 
 +
1193 წელს – თამარის ძის და ტახტის მემკვიდრის გიორგი (მეორე სახელი ლაშა) დაბადების აღსანიშნავად, ქართველებმა ბარდავის მიმართულებით ილაშქრეს და გამარჯვებულები დაბრუნდნენ.
 +
 
 +
==== შამქორის ბრძოლა ====
 +
საშინაო პრობლემების მოგვარების შემდეგ თამარი აქტიური საგარეო პოლიტიკის განხორციელებას იწყებს. ამ დოს აზერბაიჯანის ელდეგიზიანთა საათაბაგოში მწვავე საშინაო ბრძოლები მიმდინარეობს. აბუ-ბექრ ათაბაგმა თავისი ძმა ამირ-მინანი დაამარცხა. ამ უკანასკნელმა თავი შირვან-შაჰთან შეაფარა, შირვანის მმართველი კი საქართველოს ყმადნაფიცი იყო. აბუ-ბექრმა შესანიშნავად იცოდა, რომ საქართველოს დამარცხების გარეშე ის თავის პატივმოყვარე ზრახვებს ვერ დაიკმაყოფილებდა. მან დახმარებისათვის ბაღდადის ხალიფა მიმართა. შეიყარა თურქთა ურიცხვი ლაშქარი, რომელიც აბუ-ბექრის სარდლობით საქართველოსაკენ დაიძრა. თამარის ბრძანებით, ქართველთა მხედრობაც შეიკრიბა და მტრის შესახვედრად გაემართა. ბრძოლა 1195 წელს მოხდა შამქორის მახლობლად და ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. ათაბაგი ძლივს გადაურჩა ტყვეობას. ქართველთაგან განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ძმებმა შალვა და ივანე ახალციხელებმა (შალვა ხალიფას გამოგზავნილი დროშაც კი ჩაიგდო ხელში, რომელიც შემდეგ ხახულის ღვთისმშობელს შესწირა). შამქორის ბრძოლაში გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას ქართველთა ძალა. რაც მთავარია, ამ გამარჯვების შემდეგ, სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს მოწინააღმდეგე აღარ ჰყავდა.
 +
 
 +
1199-1203 წლებში ქართველთა ლაშქარმა მაჰმადიანთა ბატონობისაგან გაათავისუფლა და საქართველოს შემოუერთა სომხური მიწები: ანისი, დვინი, ამბერდი, ბიჯნისი. ქართველთა წარმატება მოსვენებას უკარგავდა მაჰმადიანებს.
 +
 
 +
==== ბასიანის ბრძოლა ====
 +
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მცირე აზიის სელჩუკთა სახელმწიფო ესაზღვრებოდა, რომელიც განსაკუთრებით დაძლიერდა რუქნ ად-დინის დროს. ხანგრძლივი მზადების შემდეგ რუქნ ად-დინმა ჩათვალა, რომ მაზად არის საქართველოს წინააღმდეგ სალაშქროდ და 1202 წელს არზრუმიდან დაიძრა. მისი მრავალრიცხოვანი ჯარი ბასიანის ველზე დაბანაკდა. სულთანმა თამარს ელი გამოუგზავნა და დანებება შესთავაზა. ყველაზე აღმაშფოთებელი ის ზეპირი დანაბარები იყო, რომელიც ელჩმა მეფეს გადასცა – „უკეთი მეფემან თქვენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმა ცოლად, და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტანისა“ ამ სიტყვებით აღშფოთებულმა ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა სილა გააწნა ელჩს და ეს უკანასკნელი გონდაკარგული დაეცა. ელჩის პიროვნება ხელშეუხებელი იყო. თავხედი დესპანი ქართველებმა დაასაჩუქრეს და უკან გააბრუნეს. საპასუხო წერილში თამარი რუქ ად-დინს წერდა: „აწ წარმომივლენია ყველა მხედრობა ჩემი წინამოგებებად შენდა“.
 +
 
 +
თამარმა ჯარი სამცხემდე მიაცილა. თავად ოძრეხში დარჩა, სადაც როგორც მეფის ისტორიკოსი წერს – იმ თავის მხლებლებთან ერთად მთელ დროს ლოცვაში ატარებდა.
 +
 
 +
ქართველთა მხედრობა კი, დავით სოსლანის სარდლობით ბასიანისკენ გაემართა. 1202 წლის 27 ივლისს მოხდა ცნობილი [[ბასიანის ბრძოლა 1203|ბასიანის ბრძოლა]]. ქართველთა მეწინავე ჯარს ზაქარია მხარგრძელი, შალვა და ივანე ახალციხელები მეთაურობდნენ. ფიცხელი ბრძოლის დროს ქართველთა მხედართმთავრებს ცხენები მოუკლეს და ისინი ქვეითად განაგრძობდნენ ბროლად. ამის შემდეგ მეომრებიც ჩამოქვეითდნენ და გვერდში ამოუდგნენ თავის სარდლებს. ბრძოლის ამ მძიმე მომენტში ქართველთა ძირითადი ლაშქარი შეტევაზე გადავიდა. მტერმა ვეღარ გაუძლო და უკუიქცა. ქართველებმა კვლავ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. მრავალრიცხოვან ტყვეთა შორის რუქ ად-დინი ძმა იყო, რომელიც შემდეგ ქართველებმა ჯორის ერთ ნალი გაცვალეს. ბასიანის ბრძოლაში გამარჯვებამ მოხსნა ყოველგვარი საფრთხე სამხრეთ-დასავლეთიდან და საშუალება მისცა საქართველოს მმართველ წრეებს, რათა უფრო აქტიური პოლიტიკა წარემართა ამ მიმართულებით.
 +
 
 +
==== ქართული სახელმწიფოს გაძლიერება ====
 +
 
 +
 
  
1190-იანი წლებიდან ქართული [[ლაშქარი]] [[შეტევა (სამხედრო ტერმინი)|შეტევა]]ს აწარმოებდა სამხრეთით მდებარე მუსლიმანურ [[სახელმწიფო|სახელმწიფოებზე]], მოიპოვეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები [[შამქორის ბრძოლა 1195|შამქორთან]] (1195) და [[ბასიანის ბრძოლა 1203|ბასიანის ბრძოლაში]] (1203).
 
  
1204–10 წლებში თამარის [[ჯარები|ჯარებმა]] ილაშქრეს მცირე [[აზია|აზიაში]], ვანის ტბის რეგიონსა და [[ირანი|ირანში]], 1212 წელს ჩაახშვეს მთიელთა [[აჯანყება]]. საქართველოს სამეფოს საზღვარმა სამხრეთით [[მდინარე]] არაქსს მიაღწია, ხოლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ შირვან–დარუბანდი, არზრუმი, ტრაპიზონის იმპერია და ჩრდილო [[კავკასია|კავკასიის]] ნაწილი.
 
  
1185 წელს თამარის ქმარი გახდა რუსი უფლისწული იური (გიორგი), მაგრამ ორი წლის შემდეგ ისინი
 
განქორწინდნენ და იური საქართველოდან განდევნეს. მეორედ თმარი გათხოვდა [[დავით სოსლანი|დავით სოსლანზე]], რომელიც გარდაცვალებამდე საქართველოს სამხედრო ძალების [[მთავარსარდალი]] იყო.
 
  
თამარი ისე, როგორც ფეოდალური საქართველოს სხვა მეფეები, პირველ რიგში გაბატონებული ფეოდალური კლასის ინტერესების გამომხატველი იყო და მისი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა ამ ინტერესების დაცვას ემსახურებოდა.
 
  
 
=====მეფე პოეტი=====
 
=====მეფე პოეტი=====

16:10, 20 ივნისი 2024-ის ვერსია

თამარ მეფე

თამარ მეფე– ერთიანი საქართველოს მეფე 1184–1213 (2007, 2010), გიორგი III-ის ასული.

1178 წელს (მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ 1179 წელს) გიორგი III-მ თავისი ერთადერთი ასული თამარი თანამოსაყდრედ დასვა. მეფე შიშობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ თამარს გარკვეული სიძნელეები არ შეხვედროდა გამეფების პროცესში. საქართველოს ისტორიაში ხომ პირველად უნდა ასულიყო ქალი ტახტზე. ექვსი წელი მამა-შვილი ერთად მართავდა სამეფოს. ეს პერიოდი თამარისთვის უდიდესი გამოცდილების მიღების ხანა იყო. 1184 წლიდან, გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ თამარი ერთმმართველი გახდა.

სარჩევი

თამარის მეფობის პირველი წლები

დიდგვაროვნებმა ჩათვალეს რომ დადგა ის დრო, როდესაც მათ შეეძლოთ დავით აღმაშენებლისა და გიორგი III-ის დროს დაკარგული პრივილეგიები დაებრუნებინათ. 1184 წელსვე თამარი ხელმეორედ აკურთხეს მეფედ. ცოტა ხანში დიდებულებმა მეფეს გიორგი III-ის დროს დაწინაურებული მოხელეების გადაყენება მოსთხოვეს, რომლებიც დაბალი სოციალური წარმოშობისანი იყვნენ. თამარი იძულებული გახდა დაეთმო და ერთგული ვაზირები – ამირსპასალარ-მანდატურთუხუცესი ყუბასარი და აზნაურის ყმობიდან მსახურთუხუცესობამდე აღზევებული აფრიდონი გადაეყენებინა. სულ მალე –მეჭურჭლეთუხუცესმა ყურთლუ-არსლანმა სამეფო ხელისუფლების შეზღუდვისა და სახელმწიფო მმართველობის რეფორმის გეგმა წამოაყენა. სამეფო კარის გვერდით უნდა შექმნილიყო ახალი დაწესებულება, ე.წ. „კარავი“. ყურთლუს არით „კარავში“ შეკრებილი დიდებულები „განმგებელნი მიცემისა და მოღებისა, წყალობისა და შერისხვისანი, ვჰკადრებდეთ და ვაცნობებდეთ თამარს, მეფესა და დედოფალსა, მაშინღა სრულ იქმნებოდეს განგებული ჩვენი“. ამ პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლება რჩებოდა. თამარის ბრძანებით ყურთლუ-არსლანი დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს, რადგან ამ უკანასკნელის თანამზრახველები, რომლებიც როგორც ჩანს, საკმაოდ მრავალრიცხოვნები იყვნენ, შეიარაღებული გამოსვლით დაიმუქრნენ. შეთქმულებთან მოსალაპარაკებლად მეფემ ორი მანდილოსანი გაგზავნა – ხვაშაქ ცოქალი და კრავაჲ ჯაყელი. მოლაპარაკებისა და დათმობების შემდეგ მოხერხდა სამეფოში მშვიდობის აღდგენა. „კარავის“ დაარსების იდეა უარყოფილ იქნა, სამაგიეროდ, როგორც ჩანს, გაფართოვდა დარბაზის უფლებები (ყურთლუ არსლანი საერთოდ გაქრა პოლიტიკიდან).

თამარის პირველი ქორწინება

უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა თამარის გათხოვების საკითხს, რადგან მისი ქმარი სამეფოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალაუფლებისა და გალენის მქონე პიროვნება ხდებოდა. დიდგვაროვნებმა არჩევანი როსტოვ-სუზდალის მთავრის ანდრია ბოგოლუბსკის ვაჟზე – იურიზე შეაჩერეს. იური, რომელსაც ქართველებმა გიორგი უწოდეს, ამ დროისათვის სამთავროდან ბიძის მიერ გამოძევებული და ყივჩაყებთან თავშეფარებული იყო. 1185, ზოგის მოსაზრებით 1186 წელს, გიორგი რუსი საქართველოში ჩამოიყვანეს და თამარზე დააქორწინეს, მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ გიორგის მრავალი პიროვნული ნაკლი გააჩნდა. მისი გაჩერება სამეფო კარზე უკვე შეუძლებელი იყო და ორი წლის შემდეგ, თამარი მას გასცილდა. გიორგი რუსი საქართველოდან გააძევეს.

1191 წელს საქართველოში გიორგი რუსი დაბრუნდა, მას აქ მხარდამჭერთა საკმაოდ დიდი დასი ეგულებოდა, რომელთა მეშვეობით ტახტის დაუფლებას შეეცადა. აჯანყებულებმა გიორგი რუსი გეგუთში მეფედ კი აკურთხეს, შემდეგ თავისი ჯარი ორად გაყვეს და თამარის წინააღმდეგ დაიძრნენ. სამეფოსთვის ამ მეტად მძიმე წუთებში, თამარმა სიმტკიცე გამოიჩინა, სასწრაფოდ შემოიკრიბა ერთგული პირები და მოახერხა აჯანყებულთა დამარცხება. „უბედური რუსი“ კვლავ გაძევებულ იქნა, მის მომხრეებს კი (ვარდან დადიანს, ბოცო ჯაყელს, გუბაზ ტაოსკარელს) თანამდებობებიდან და მამულები ჩამოართვეს, დასჯით კი არავინ დაუსჯიათ მკაცრად, რადგან „დღეთა შინა თამარისათა არავინ გამოჩნდა მიმძლავრებული მეცნიერებითა მისითა, არცა-ვინ დასჯილა… არცა ვინ ბრძანებითა მისითა ასომოკვეთილ იქნა და არცა სიბრმითა დაისაჯა“.

1193 წელს გიორგი რუსმა კიდევ ერთხელ სცადა დაკარგულის დაბრუნება და ჰერეთის მხრიდან საქართველოში შემოჭრა განიზრახა. ამჯერად მას აღარავინ მიემხრო და საღირ მახატლის-ძემ თავისი სანაპირო მხედრობით ადვილად უკუაგდო გიორგი რუსი.

თამარის მეორე ქორწინება

1189 წელს თამარმა მეორედ იქორწინა, ამჯერად ბაგრატიონთა ოსთა სამეფო სახლის შთამომავალზე დავით სოსლანზე.

1193 წელს – თამარის ძის და ტახტის მემკვიდრის გიორგი (მეორე სახელი ლაშა) დაბადების აღსანიშნავად, ქართველებმა ბარდავის მიმართულებით ილაშქრეს და გამარჯვებულები დაბრუნდნენ.

შამქორის ბრძოლა

საშინაო პრობლემების მოგვარების შემდეგ თამარი აქტიური საგარეო პოლიტიკის განხორციელებას იწყებს. ამ დოს აზერბაიჯანის ელდეგიზიანთა საათაბაგოში მწვავე საშინაო ბრძოლები მიმდინარეობს. აბუ-ბექრ ათაბაგმა თავისი ძმა ამირ-მინანი დაამარცხა. ამ უკანასკნელმა თავი შირვან-შაჰთან შეაფარა, შირვანის მმართველი კი საქართველოს ყმადნაფიცი იყო. აბუ-ბექრმა შესანიშნავად იცოდა, რომ საქართველოს დამარცხების გარეშე ის თავის პატივმოყვარე ზრახვებს ვერ დაიკმაყოფილებდა. მან დახმარებისათვის ბაღდადის ხალიფა მიმართა. შეიყარა თურქთა ურიცხვი ლაშქარი, რომელიც აბუ-ბექრის სარდლობით საქართველოსაკენ დაიძრა. თამარის ბრძანებით, ქართველთა მხედრობაც შეიკრიბა და მტრის შესახვედრად გაემართა. ბრძოლა 1195 წელს მოხდა შამქორის მახლობლად და ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. ათაბაგი ძლივს გადაურჩა ტყვეობას. ქართველთაგან განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ძმებმა შალვა და ივანე ახალციხელებმა (შალვა ხალიფას გამოგზავნილი დროშაც კი ჩაიგდო ხელში, რომელიც შემდეგ ხახულის ღვთისმშობელს შესწირა). შამქორის ბრძოლაში გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას ქართველთა ძალა. რაც მთავარია, ამ გამარჯვების შემდეგ, სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს მოწინააღმდეგე აღარ ჰყავდა.

1199-1203 წლებში ქართველთა ლაშქარმა მაჰმადიანთა ბატონობისაგან გაათავისუფლა და საქართველოს შემოუერთა სომხური მიწები: ანისი, დვინი, ამბერდი, ბიჯნისი. ქართველთა წარმატება მოსვენებას უკარგავდა მაჰმადიანებს.

ბასიანის ბრძოლა

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მცირე აზიის სელჩუკთა სახელმწიფო ესაზღვრებოდა, რომელიც განსაკუთრებით დაძლიერდა რუქნ ად-დინის დროს. ხანგრძლივი მზადების შემდეგ რუქნ ად-დინმა ჩათვალა, რომ მაზად არის საქართველოს წინააღმდეგ სალაშქროდ და 1202 წელს არზრუმიდან დაიძრა. მისი მრავალრიცხოვანი ჯარი ბასიანის ველზე დაბანაკდა. სულთანმა თამარს ელი გამოუგზავნა და დანებება შესთავაზა. ყველაზე აღმაშფოთებელი ის ზეპირი დანაბარები იყო, რომელიც ელჩმა მეფეს გადასცა – „უკეთი მეფემან თქვენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმა ცოლად, და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტანისა“ ამ სიტყვებით აღშფოთებულმა ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა სილა გააწნა ელჩს და ეს უკანასკნელი გონდაკარგული დაეცა. ელჩის პიროვნება ხელშეუხებელი იყო. თავხედი დესპანი ქართველებმა დაასაჩუქრეს და უკან გააბრუნეს. საპასუხო წერილში თამარი რუქ ად-დინს წერდა: „აწ წარმომივლენია ყველა მხედრობა ჩემი წინამოგებებად შენდა“.

თამარმა ჯარი სამცხემდე მიაცილა. თავად ოძრეხში დარჩა, სადაც როგორც მეფის ისტორიკოსი წერს – იმ თავის მხლებლებთან ერთად მთელ დროს ლოცვაში ატარებდა.

ქართველთა მხედრობა კი, დავით სოსლანის სარდლობით ბასიანისკენ გაემართა. 1202 წლის 27 ივლისს მოხდა ცნობილი ბასიანის ბრძოლა. ქართველთა მეწინავე ჯარს ზაქარია მხარგრძელი, შალვა და ივანე ახალციხელები მეთაურობდნენ. ფიცხელი ბრძოლის დროს ქართველთა მხედართმთავრებს ცხენები მოუკლეს და ისინი ქვეითად განაგრძობდნენ ბროლად. ამის შემდეგ მეომრებიც ჩამოქვეითდნენ და გვერდში ამოუდგნენ თავის სარდლებს. ბრძოლის ამ მძიმე მომენტში ქართველთა ძირითადი ლაშქარი შეტევაზე გადავიდა. მტერმა ვეღარ გაუძლო და უკუიქცა. ქართველებმა კვლავ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. მრავალრიცხოვან ტყვეთა შორის რუქ ად-დინი ძმა იყო, რომელიც შემდეგ ქართველებმა ჯორის ერთ ნალი გაცვალეს. ბასიანის ბრძოლაში გამარჯვებამ მოხსნა ყოველგვარი საფრთხე სამხრეთ-დასავლეთიდან და საშუალება მისცა საქართველოს მმართველ წრეებს, რათა უფრო აქტიური პოლიტიკა წარემართა ამ მიმართულებით.

ქართული სახელმწიფოს გაძლიერება

მეფე პოეტი

თამარ მეფეს თვითონაც ჰქონოდა ორიგინალური ნაწარმოებები. ხახულის ღვთისმშობლის ხატზე შემონახულია ზედწერილი იამბიკო, რომელშიც თამარი შეჰღაღადებს მარიამს:

ქალწულებრივთა
სისხლთა შენთაგან, სძალო,
თბედ საიდუმლოდ
ზენაჲსა განგებისად,
ძისა ღმრთისა – ძედ
მეშვ იქმენ არსთა მცხოვნად!
მე, თამარ, მჩენი
ტომთაგან დავითებრთაით
თვისად, შემამკევ,
მადიდე, აღმამაღლე!
აწ მეცა ხელვყავ
შემკობად ხატსა თქვენსა –
დედისა ძითურთ, —
დაა და მეცა, ძითურთ, მფარევდ!

პავლე ინგოროყვას მოსაზრებით, თამარ მეფემ ეს იამბიკო ლაშა-გიორგის დაბადებასთან დაკავშირებით შეთხზა და ხახულის ღვთისმშობელს სწორედ თავის ძეს ლაშას ავედრებს.

მეორე იამბიკო, რომელიც აგრეთვე თამარს მიეწერება, ეძღვნება ქართველთა დიდებულ გამარჯვებას შამქორის ომში. მემატიანის ცნობით, თამარს ამ გამარჯვების აღსანიშნავად გელათში ხახულის ღვთისმშობლის წინაშე წარუგზავნია შამქორიდან წამოღებული დროშა ხალიფისა – ნიშანი მტრის სრული განადგურებისა. ამ ნადავლისთვის დაურთავს იამბიკო-ხუთეული. იამბიკო მკაფიოდ გამოხატავს იმ საზეიმო განწყობილებას, რომელიც ქართველებს დაუფლებიათ ამ გამარჯვების გამო:

ზოგიერთი მეცნიერი თამარ მეფეს მიაკუთვნებს კიდევ ოთხ იამბიკოს, რომლებიც აღმოჩენილია ძველ ხელნაწერებში. ამ იამბიკოთაგან ერთ-ერთს აწერია: „თამარისი“, ხოლო დანარჩენებს: მარიამ მეგვი პტელის, გიორგისი და თევდორესი. ეს იამბიკოები დახვეწილი პოეტური სიტყვის შესანიშნავი ნიმუშებია, მაგრამ დაბეჯითებით მტკიცება იმისა, რომ მათი ავტორი თამარია, ჯერჯერობით ძნელია.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები