ლომპაპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლომპაპი“ გადაიტანა გვერდზე „როკაპი“)

15:27, 10 თებერვალი 2020-ის ვერსია

ლომპაპი − ზღაპრული ცხოველი, ურჩხული, ზღაპრის პერსონაჟი, დემონთა, ეშმაკისეულთა სამყაროში კუდიანების გამაერთიანებელი და უფროსი.

ხალხური წარმოდგენით, სატანისეული სამყარო იერარქიულ სახეს ატარებდა და მკაცრად სტრუქტუირებული იყო. იერარქიის სათავეში ლომპაპი, თავად სატანა იდგა. ეს მითოლოგიური პერსონაჟი და მასთან დაკავშირებული სიუჟეტები საქართველოს ტრადიციულ პერიფერიებში დღესაც ზოგადქართული დემო-მითოლოგიური სიუჟეტური ქარგის ლოკალურ ვარიანტებს წარმოადგენენ. ამ სტრუქტურაში განსაკუთრებული ადგილი არა მარტო კუდიანებს, არამედ ცეცხლის, წყლის დაცემულ ანგელოსებს, ჭინკებს, ფერებს, ალებს, ტყის დემონურ არსებებს უკავიათ.

ლაზებში ლომპაპს ღომპაპი შეესაბამებოდა. ლომპაპის მრევლი და საყრდენი „კუდიანები” და „ჯაზები” იყვნენ. გურიაში ლომპაპსა და მათ მიმდევრებს კუდიანი და მაღალავი, ქართლში კი ‐ ტარტაროზი ერქვა.



ლიტერატურა

ნოღაიდელი, 1967:65-69; ნიჟარაძე, 1971:240; შიოშვილი, 2010; მგელაძე, 1996; 2010/2011:423-435.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები