ჯაზი (მაქცია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯაზი (ლაზ.) – ავსულა ადამიანი, მაქცია ლაზური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. იგი ღამით დგება, ფრთებს ისხამს და დაფრინავს, რათა ხალხს ავნოს; განსაკუთრებით უყვარს ჩვილთათვის გულის ამოღება, მშობიარისა და მელოგინისათვის ზიანის მიყენება. იმისათვის, რომ ახალშობილი ჯაზებისაგან დაიცვან, ლაზები აკვანს თევზსაჭერ ბადეს (მოსას) შემოაკრავდნენ, მშობიარის საწოლთან დაკიდებდნენ, რადგან, ხალხის რწმენით, ისინი ბადეში გაიხლართებოდნენ და შებოჭილები დედა-შვილთან ვერ მივიდოდნენ („მშობიარის ბადე“).
ტერმინი ჯაზი მომდინარეობს თურქული სიტყვიდან ჯაზუ „ჯადოქარი“.
ლიტერატურა
- ალი-თანთ-ოღლი. ისტორიული და ეთნოგრაფიული ნარკვევები ლაზთა ყოფაცხოვრებიდან. ხელნაწერი ინახება ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქივში; ა. თანდილავა, მ. ვანილიში. ლაზეთი. თბ., 1964, გვ. 126;
- Вл. Гордлевский. Из османской демонологии //Этнографическое обозрение. № 1-2. М., 1914.