ნარჯხეუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ნარჯხეუ || ნარჯხოუ / ერჩხეუ''' ''(აფხ. Нарџьхьөу || Нарџьхьоу / Ерчхьөу)'' – ნა...)
 
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Narjxeu da gunda.jpg|thumb|200პქ|'''ნარჯხეუ და გუნდა'''. ა. ბელიუკინი]]
 
'''ნარჯხეუ || ნარჯხოუ / ერჩხეუ''' ''(აფხ. Нарџьхьөу || Нарџьхьоу / Ерчхьөу)'' – ნართულ გადმოცემათა პერსონაჟი, უბადლო მხედარი
 
'''ნარჯხეუ || ნარჯხოუ / ერჩხეუ''' ''(აფხ. Нарџьхьөу || Нарџьхьоу / Ерчхьөу)'' – ნართულ გადმოცემათა პერსონაჟი, უბადლო მხედარი
და მოისარი, რომლის ქარზე უსწრაფესი რაშის ნესტოებიდან გამომავალი გრიგალივით ამონასუნთქი უზარმაზარ ხეებს გლეჯს და [[ნართაა|ნართებს]] ფეხზე არ აყენებს. იგი ერთი ვარიანტით ნართების მენახირეა, მეორეთი – ეპიკური ტომის, ღიაღოვების, ცხენების მწყემსი. როგორც ნართების მენახირე, ნარჯხეუ ნართების დედის, [[სათანეი-გვაშა]]ს, „რჩეული“ და [[სასრიყვა]]ს ბიოლოგიური მამაა (genitor). სასრიყვას დაბადებასთან დაკავშირებული გადმოცემების ერთ ვერსიაში, სადაც სათანეი-გვაშას [[გუნდა]] ცვლის, ერჩხეუს ნასროლი [[ისარი|ისრით]] (სპერმით) მომავალი გმირი ქვაში ისახება. როცა გაღმა ნაპირზე მდგარი გაკვირვებული გუნდა გასძახებს: „ეს რა სასწაული მოუშვი ჩემზეო“, მწყემსი პასუხობს: „წადი [[აინარ მჭედელი|აინარ მჭედელთან]], ის ამოკვეთს ჩანასახს ქვიდან, უბეში ჩაისვი, გამოგადგებაო“.
+
და მოისარი, რომლის ქარზე უსწრაფესი რაშის ნესტოებიდან გამომავალი გრიგალივით ამონასუნთქი უზარმაზარ ხეებს გლეჯს და [[ნართაა|ნართებს]] ფეხზე არ აყენებს. იგი ერთი ვარიანტით ნართების მენახირეა, მეორეთი – ეპიკური ტომის, ღიაღოვების, ცხენების [[მწყემსი]]. როგორც ნართების მენახირე, ნარჯხეუ ნართების დედის, [[სათანეი-გვაშა]]ს, „რჩეული“ და [[სასრიყვა]]ს ბიოლოგიური მამაა (genitor). სასრიყვას დაბადებასთან დაკავშირებული გადმოცემების ერთ ვერსიაში, სადაც სათანეი-გვაშას [[გუნდა]] ცვლის, ერჩხეუს ნასროლი [[ისარი|ისრით]] (სპერმით) მომავალი გმირი ქვაში ისახება. როცა გაღმა ნაპირზე მდგარი გაკვირვებული გუნდა გასძახებს: „ეს რა სასწაული მოუშვი ჩემზეო“, მწყემსი პასუხობს: „წადი [[აინარ მჭედელი|აინარ მჭედელთან]], ის ამოკვეთს ჩანასახს ქვიდან, უბეში ჩაისვი, გამოგადგებაო“.
 +
[[ფაილი:Gaqvavebuli narjxeu da gunda.jpg|thumb|200პქ|მარცხნივ|'''გაქვავებული ნარჯხეუ და გუნდა'''. ა. ბელიუკინი]]
  
ეპოსის ზოგიერთი ვარიანტით, ნარჯხეუ სასრიყვასთან მეგობრობს. ის ახლავს [[აირგი|აირგების]] ასულის შესართავად წასულ გმირს, ესწრება მათ ქორწილს, სადაც პირველად ნახავს ნართების დას, გუნდას, და შეუყვარდება. როგორც ჩანს, არც მზეთუნახავი გუნდა რჩება ნარჯხეუს მიმართ გულგრილი, თუმცა უკვე დანიშნულია [[ხვაჟარფისი]]ს მიერ. ნართქითში (ნართების სოფელში) სასრიყვას არყოფნის ჟამს ნარჯხეუ მიდის ნართებთან გუნდას წასაყვანად. რადგან გუნდა უკვე დანიშნულია და ნართებს ძალა არ შესწევთ წინაღუდგნენ გოლიათს, გადაწყვეტენ მის მოწამვლას: ღვინოში ჩაყრიან წვრილად დანაწილებული წითელი გველის ნაჭრებს. მაგრამ მოძალადე პირველი არ დალევს. როცა ნართმა [[სითი|სითმა]] (სხვა ვარიანტით სათანეი-გვაშამ) დალია ერთი [[ტოლჩა]] ღვინო და წაიქცა, მხოლოდ შემდეგ დაეწაფა ნარჯხეუ სასმელს, თავისი ფოლადის ულვაშებით გაწურა ღვინო და უვნებლად დარჩენილმა გუნდა გაიტაცა. უძლურმა ნართებმა უმალ ხვაჟარფისს უხმეს, მაგრამ ეს უკანასკნელი ორთაბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა. გაიგო თუ არა მომაკვდავი ხვაჟარფისის ხმა, სათანეი-გვაშამ (სხვა ვარიანტით ხვაჟარფისის დედამ) ნარჯხეუ დაწყევლა და ცხენთან და გუნდასთან ერთად ქვად აქცია. როგორც კი დის გატაცების შესახებ შეიტყო, სასწრაფოდ მოაშურა სასრიყვამ და ნარჯხეუს [[ხმალი]] გაქვავების მომენტში ჩაარტყა. ნანთვარაში დღესაც დგანან საუკუნოდ გაქვავებული ნარჯხეუ და გუნდა.
 
ნარჯხეუ იშვიათად გაიგივებულია ნართების მეისტორიესთან – [[ნაშბათაყვა]]სთან. აფხაზთა რწმენით, ფოლადის ულვაშებიანი მენახირე ნარჯხეუ რძის ვედროთი ხელში გამოსახულია მთვარის ზედაპირზე.
+
ნარჯხეუ იშვიათად გაიგივებულია ნართების მეისტორიესთან – [[ნაშბათაყვა]]სთან. [[აფხაზები|აფხაზთა]] რწმენით, ფოლადის ულვაშებიანი მენახირე ნარჯხეუ რძის ვედროთი ხელში გამოსახულია მთვარის ზედაპირზე.
  
ნარჯხეუ აფხაზურ გადმოცემათა ორიგინალური გმირია, რომლის პარალელი [[კავკასია|კავკასიის]] ხალხთა ნართული ეპოსის არცერთ ვერსიაში არ გვხვდება.
 
ნარჯხეუ აფხაზურ გადმოცემათა ორიგინალური გმირია, რომლის პარალელი [[კავკასია|კავკასიის]] ხალხთა ნართული ეპოსის არცერთ ვერსიაში არ გვხვდება.

მიმდინარე ცვლილება 17:13, 6 თებერვალი 2020 მდგომარეობით

ნარჯხეუ და გუნდა. ა. ბელიუკინი

ნარჯხეუ || ნარჯხოუ / ერჩხეუ (აფხ. Нарџьхьөу || Нарџьхьоу / Ерчхьөу) – ნართულ გადმოცემათა პერსონაჟი, უბადლო მხედარი და მოისარი, რომლის ქარზე უსწრაფესი რაშის ნესტოებიდან გამომავალი გრიგალივით ამონასუნთქი უზარმაზარ ხეებს გლეჯს და ნართებს ფეხზე არ აყენებს. იგი ერთი ვარიანტით ნართების მენახირეა, მეორეთი – ეპიკური ტომის, ღიაღოვების, ცხენების მწყემსი. როგორც ნართების მენახირე, ნარჯხეუ ნართების დედის, სათანეი-გვაშას, „რჩეული“ და სასრიყვას ბიოლოგიური მამაა (genitor). სასრიყვას დაბადებასთან დაკავშირებული გადმოცემების ერთ ვერსიაში, სადაც სათანეი-გვაშას გუნდა ცვლის, ერჩხეუს ნასროლი ისრით (სპერმით) მომავალი გმირი ქვაში ისახება. როცა გაღმა ნაპირზე მდგარი გაკვირვებული გუნდა გასძახებს: „ეს რა სასწაული მოუშვი ჩემზეო“, მწყემსი პასუხობს: „წადი აინარ მჭედელთან, ის ამოკვეთს ჩანასახს ქვიდან, უბეში ჩაისვი, გამოგადგებაო“.

გაქვავებული ნარჯხეუ და გუნდა. ა. ბელიუკინი

ეპოსის ზოგიერთი ვარიანტით, ნარჯხეუ სასრიყვასთან მეგობრობს. ის ახლავს აირგების ასულის შესართავად წასულ გმირს, ესწრება მათ ქორწილს, სადაც პირველად ნახავს ნართების დას, გუნდას, და შეუყვარდება. როგორც ჩანს, არც მზეთუნახავი გუნდა რჩება ნარჯხეუს მიმართ გულგრილი, თუმცა უკვე დანიშნულია ხვაჟარფისის მიერ. ნართქითში (ნართების სოფელში) სასრიყვას არყოფნის ჟამს ნარჯხეუ მიდის ნართებთან გუნდას წასაყვანად. რადგან გუნდა უკვე დანიშნულია და ნართებს ძალა არ შესწევთ წინაღუდგნენ გოლიათს, გადაწყვეტენ მის მოწამვლას: ღვინოში ჩაყრიან წვრილად დანაწილებული წითელი გველის ნაჭრებს. მაგრამ მოძალადე პირველი არ დალევს. როცა ნართმა სითმა (სხვა ვარიანტით სათანეი-გვაშამ) დალია ერთი ტოლჩა ღვინო და წაიქცა, მხოლოდ შემდეგ დაეწაფა ნარჯხეუ სასმელს, თავისი ფოლადის ულვაშებით გაწურა ღვინო და უვნებლად დარჩენილმა გუნდა გაიტაცა. უძლურმა ნართებმა უმალ ხვაჟარფისს უხმეს, მაგრამ ეს უკანასკნელი ორთაბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა. გაიგო თუ არა მომაკვდავი ხვაჟარფისის ხმა, სათანეი-გვაშამ (სხვა ვარიანტით ხვაჟარფისის დედამ) ნარჯხეუ დაწყევლა და ცხენთან და გუნდასთან ერთად ქვად აქცია. როგორც კი დის გატაცების შესახებ შეიტყო, სასწრაფოდ მოაშურა სასრიყვამ და ნარჯხეუს ხმალი გაქვავების მომენტში ჩაარტყა. ნანთვარაში დღესაც დგანან საუკუნოდ გაქვავებული ნარჯხეუ და გუნდა.

ნარჯხეუ იშვიათად გაიგივებულია ნართების მეისტორიესთან – ნაშბათაყვასთან. აფხაზთა რწმენით, ფოლადის ულვაშებიანი მენახირე ნარჯხეუ რძის ვედროთი ხელში გამოსახულია მთვარის ზედაპირზე.

ნარჯხეუ აფხაზურ გადმოცემათა ორიგინალური გმირია, რომლის პარალელი კავკასიის ხალხთა ნართული ეპოსის არცერთ ვერსიაში არ გვხვდება.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Приключения нарта Сасрыквы и его девяноста девяти братьев. М., 1962; Сух., 1988;
  • Ш.Х. Салакая. Абхазский нартский эпос. Тб., 1976;
  • Ш. Д. Инал-ипа. Памятники абхазского фольклора. Сух., 1977.

[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები