ხვაჟარფისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხვაჟჷრფჷს-ი (აფხ. Хәажәырҧыс) – ნართულ გადმოცემათა პერსონაჟი, დასავლეთში მცხოვრები გმირთაგმირი, ნართების დის – გუნდას საქმრო, რომელმაც ორთაბრძოლაში დაამარცხა თავის საცოლე და სათანეი-გვაშასა და ასი ძმის სასურველი სასიძო გახდა. გუნდას გამტაცებელთან – ნარჯხეუსთან ბრძოლაში ხვაჟარფისი ორჯერ დაიჭრა და ორივეჯერ თავის ქალა ნართების მჭედელმა აინარმა სპილენძის ფირფიტით შეუკეთა. ნარჯხეუს მიერ ნასროლი მესამე ისარი გუნდას საქმროსთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. მომაკვდავი გმირის კვნესა გაიგო მისმა დედამ, რომლის წყევლამ ნარჯხეუ გააქვავა, ხოლო შელოცვამ ხვაჟარფისი შქერად აქცია (ზოგი ვარიანტით ეს სათანეი-გვაშას გრძნეულებით მოხდა). სწორედ ხვაჟარფისია ის შქერჭაბუკი, რომელიც მდინარეებისა და ნაკადულების პირად ჰყვავის და რომლის დრეკადი წკნელისაგან ადამიანები თავიანთი ფაცხების კედლებს წნავენ.

ხვაჟარფისი აფხაზური ნართული ეპოსის ორიგინალური გმირია, რომელსაც პარალელი კავკასიის ხალხთა არცერთ ვერსიაში არ ეძებნება.


ლიტერატურა

Приключения нарта Сасрыквы и его девяностадевяти братьев. М., 1962; Сух., 1988.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები