იეთიმ გურჯი
(ახალი გვერდი: იეთიმ გურჯის ძეგლი, თბილისი '''იეთიმ გურჯ...) |
|||
ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:აშუღური პოეზია]] | [[კატეგორია:აშუღური პოეზია]] | ||
[[კატეგორია: სახალხო მგოსნები]] | [[კატეგორია: სახალხო მგოსნები]] | ||
+ | [[კატეგორია:თბილისელი პოეტები]] |
11:33, 23 მაისი 2019-ის ვერსია
იეთიმ გურჯი - (იეთიმ იბრაჰიმის ძე დაბღიშვილი, 1875, თბილისი, – 15. VII. 1940, იქვე), ქართველი სახალხო მომღერალი-მელექსე, თბილისური აშუღური პოეზიის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი.
1895-იდან თხზავდა ლექსებს ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე. პირველი წიგნი – პოემა „ანაბაჯის ლექსი“ – 1909 გამოვიდა, ლექსთა კრებული „ახალი მგოსანი და სიმღერები“ – 1911, „იეთიმის ახალი ლექსები“ – 1913, „ტანგო“ – 1914 და სხვ. 1928 ი. გრიშაშვილმა, ხოლო 1958 ა. თევზაძემ გამოსცეს პოეტის „რჩეული ლექსები“. იეთიმ გურჯის ლექსები უმთავრესად სიმღრების სახით ვრცელდებოდა, რომლებსაც თვითონვე ქმნიდა და ასრულებდა კიდეც. მის პოეზიაში ასახულია თბილისური ბოჰემის განწყობილება.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")