ამიერკავკასიის კომისარიატი
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ამიერკავკასიის კომისარიატი''' - [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] სამხარეო ხელისუფლების ორგანო. შეიქმნა თბილისში [[საქართველო|საქართველოს]] სოციალ-დემოკრატების (მენშევიკების) და ესერების, სომეხი დაშნაკებისა და აზერბაიჯანელი მუსავატების მიერ. | '''ამიერკავკასიის კომისარიატი''' - [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] სამხარეო ხელისუფლების ორგანო. შეიქმნა თბილისში [[საქართველო|საქართველოს]] სოციალ-დემოკრატების (მენშევიკების) და ესერების, სომეხი დაშნაკებისა და აზერბაიჯანელი მუსავატების მიერ. | ||
− | 1917 წლის | + | ====შექმნის ისტორია==== |
+ | რუსეთში მომხდარმა ბოლშევიკურმა გადატრიალებამ ამიერკავკასიის რეგიონში საბჭოთა ხელისუფლების გავრცელების საშიშროება წარმოქმნა. ამიერკავკასიის წამყვანი პოლიტიკური პარტიები გაემიჯნენ ბოლშევიკურ რუსეთს და ერთმანეთთან შეთანხმება გადაწყვიტეს. ქართველი სოციალ-დემოკრატების ინიციატივით, 1917 წლის 11 ნოემბერს მოწვეულ იქნა აამიერკავკასიის რევოლუციური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეკრება. | ||
+ | თათბირის მუშაობაში მონაწილეობდა კავკასიის ჯარის მთავარსარდალი [[გენერალი]] [[პრჟევალსკი მიხეილ ალექსის ძე|პრჟევალსკი]], კავკასიის სამხედრო ოლქის უფროსი, გენერალი მდივანი, თბილისის გარნიზონის უფროსი პოლკ. ახმეტელაშვილი, მოკავშირე და ნეიტრალური სახელმწიფოების ელჩების | ||
+ | სრული შემადგენლობა. თათბირის მონაწილეებისთვის (ბოლშევიკების გარდა) მისაღები აღმოჩნდა დ. დონსკოის მიერ ამიერკავკასიის უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების პროექტი. დოკუმენტი რუსეთის დამფუძნებელ კრებაზე გასაგზავნი დეპუტატებისგან ადგილობრივი დროებითი ხელისუფლების | ||
+ | ორგანოს შექმნას მოითხოვდა. ეს პოზიცია [[ჟორდანია ნოე|ნ. ჟორდანიამ]] გაიზიარა და განაცხადა: რუსეთთან კავშირი გამწყდარია, ამიერკავკასია მარტოა დარჩენილი. ახლა ან ფეხზე უნდა დავდგეთ და თავი გადავირჩინოთ, ან ანარქია მოგვიღებს ბოლოს. საბჭოების ადგილობრივმა სამხარეო ცენტრმა და პოლიტიკურმა პარტიებმა დაგმეს ბოლშევიკების რეჟიმი. | ||
− | + | ====ამიერკავკასიის კომისარიატის შემადგენლობა==== | |
+ | 1917 წლის 15 ნოემბერს თბილისში შეიქმნა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო - ამიერკავკასიის კომისარიატი. მის შემადგენლობაში შევიდნენ: | ||
− | + | * [[გეგეჭკორი ევგენი|ე. გეგეჭკორი]] - ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე; შრომისა და საგარეო ურთიერთობების საქმეთა კომისარი (მინისტრი); | |
+ | * დ. დონსკოი - სამხედრო და საზღვაო საქმეთა კომისარი; | ||
+ | * [[ჩხენკელი აკაკი|აკ. ჩხენკელი]] - შინაგან საქმეთა კომისარი; | ||
+ | * კ. ხარჩიკიანი - ფინანსთა კომისარი; | ||
+ | * [[ალექსი-მესხიშვილი შალვა|შ. ალექსი-მესხიშვილი]] - სახალხო განათლებისა და იუსტიციის საქმეთა კომისარი; | ||
+ | * [[ჯაფაროვი მამედ-იუსუფ ჰაჯიბაბა|მ. ჯაფაროვი]] - ვაჭრობისა და მრეწველობის კომისარი; | ||
+ | * ხ. მელიქ-ასლანოვი - გზათა კომისარი; | ||
+ | * ა. ნერუჩევი - მიწათმოქმედების კომისარი; | ||
+ | * გ. ტერგაზარიანი - სურსათის საქმეთა კომისარი; | ||
+ | * ა. ოგაჯანიანი - საზოგადოებრივი მზრუნველობის კომისარი; | ||
+ | * ხ. ბ. ხას-მამედოვი - სახელმწიფო კონტროლის კომისარი. | ||
− | + | კომისარიატმა აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციების შესრულება დაიწყო. იგი შედგებოდა [[სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია|სოციალ-დემოკრატების]], მუსავატელების, [[დაშნაკცუთიუნი|დაშნაკცუთიუნის]], [[სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია|სოციალისტ-ფედერალისტებისა]] | |
+ | და ესერების წარმომადგენლებისაგან. წამყვან ძალას ქართველი სოციალ-დემოკრატები ასრულებდნენ. კომისარიატმა განაიარაღა კავკასიის ფრონტიდან რუსეთისაკენ მიმავალი ბოლშევიზირებული ჯარისკაცები და ამიერკავკასიას ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარების საფრთხე ააცილა თავიდან. რუსული | ||
+ | ჯარებისა და თბილისის გარნიზონის ქვეყნიდან გასვლის შემდეგ კომისარიატი დეფაქტო დამოუკიდებელ ამიერკავკასიას განაგებდა, მაგრამ დამოუკიდებლობის გამოცხადებისაგან თავს იკავებდა. | ||
− | + | ==ლიტერატურა== | |
− | + | ფ. ქაზემზადე, ბრძოლა ამიერკავკასიისათვის 1917-1921, თარგმნა ქ. ქავთარაძემ, თბ., 2016; | |
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
=== იხილეთ აგრეთვე === | === იხილეთ აგრეთვე === | ||
ხაზი 61: | ხაზი 39: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
− | [ | + | [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] |
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
[[კატეგორია:საქართველოს უახლესი ისტორია]] | [[კატეგორია:საქართველოს უახლესი ისტორია]] |
17:21, 5 მარტი 2019-ის ვერსია
ამიერკავკასიის კომისარიატი - ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ორგანო. შეიქმნა თბილისში საქართველოს სოციალ-დემოკრატების (მენშევიკების) და ესერების, სომეხი დაშნაკებისა და აზერბაიჯანელი მუსავატების მიერ.
სარჩევი |
შექმნის ისტორია
რუსეთში მომხდარმა ბოლშევიკურმა გადატრიალებამ ამიერკავკასიის რეგიონში საბჭოთა ხელისუფლების გავრცელების საშიშროება წარმოქმნა. ამიერკავკასიის წამყვანი პოლიტიკური პარტიები გაემიჯნენ ბოლშევიკურ რუსეთს და ერთმანეთთან შეთანხმება გადაწყვიტეს. ქართველი სოციალ-დემოკრატების ინიციატივით, 1917 წლის 11 ნოემბერს მოწვეულ იქნა აამიერკავკასიის რევოლუციური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეკრება. თათბირის მუშაობაში მონაწილეობდა კავკასიის ჯარის მთავარსარდალი გენერალი პრჟევალსკი, კავკასიის სამხედრო ოლქის უფროსი, გენერალი მდივანი, თბილისის გარნიზონის უფროსი პოლკ. ახმეტელაშვილი, მოკავშირე და ნეიტრალური სახელმწიფოების ელჩების სრული შემადგენლობა. თათბირის მონაწილეებისთვის (ბოლშევიკების გარდა) მისაღები აღმოჩნდა დ. დონსკოის მიერ ამიერკავკასიის უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების პროექტი. დოკუმენტი რუსეთის დამფუძნებელ კრებაზე გასაგზავნი დეპუტატებისგან ადგილობრივი დროებითი ხელისუფლების ორგანოს შექმნას მოითხოვდა. ეს პოზიცია ნ. ჟორდანიამ გაიზიარა და განაცხადა: რუსეთთან კავშირი გამწყდარია, ამიერკავკასია მარტოა დარჩენილი. ახლა ან ფეხზე უნდა დავდგეთ და თავი გადავირჩინოთ, ან ანარქია მოგვიღებს ბოლოს. საბჭოების ადგილობრივმა სამხარეო ცენტრმა და პოლიტიკურმა პარტიებმა დაგმეს ბოლშევიკების რეჟიმი.
ამიერკავკასიის კომისარიატის შემადგენლობა
1917 წლის 15 ნოემბერს თბილისში შეიქმნა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო - ამიერკავკასიის კომისარიატი. მის შემადგენლობაში შევიდნენ:
- ე. გეგეჭკორი - ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე; შრომისა და საგარეო ურთიერთობების საქმეთა კომისარი (მინისტრი);
- დ. დონსკოი - სამხედრო და საზღვაო საქმეთა კომისარი;
- აკ. ჩხენკელი - შინაგან საქმეთა კომისარი;
- კ. ხარჩიკიანი - ფინანსთა კომისარი;
- შ. ალექსი-მესხიშვილი - სახალხო განათლებისა და იუსტიციის საქმეთა კომისარი;
- მ. ჯაფაროვი - ვაჭრობისა და მრეწველობის კომისარი;
- ხ. მელიქ-ასლანოვი - გზათა კომისარი;
- ა. ნერუჩევი - მიწათმოქმედების კომისარი;
- გ. ტერგაზარიანი - სურსათის საქმეთა კომისარი;
- ა. ოგაჯანიანი - საზოგადოებრივი მზრუნველობის კომისარი;
- ხ. ბ. ხას-მამედოვი - სახელმწიფო კონტროლის კომისარი.
კომისარიატმა აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციების შესრულება დაიწყო. იგი შედგებოდა სოციალ-დემოკრატების, მუსავატელების, დაშნაკცუთიუნის, სოციალისტ-ფედერალისტებისა და ესერების წარმომადგენლებისაგან. წამყვან ძალას ქართველი სოციალ-დემოკრატები ასრულებდნენ. კომისარიატმა განაიარაღა კავკასიის ფრონტიდან რუსეთისაკენ მიმავალი ბოლშევიზირებული ჯარისკაცები და ამიერკავკასიას ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარების საფრთხე ააცილა თავიდან. რუსული ჯარებისა და თბილისის გარნიზონის ქვეყნიდან გასვლის შემდეგ კომისარიატი დეფაქტო დამოუკიდებელ ამიერკავკასიას განაგებდა, მაგრამ დამოუკიდებლობის გამოცხადებისაგან თავს იკავებდა.
ლიტერატურა
ფ. ქაზემზადე, ბრძოლა ამიერკავკასიისათვის 1917-1921, თარგმნა ქ. ქავთარაძემ, თბ., 2016;
იხილეთ აგრეთვე
- კავკასიის კომისარიატის ბრძანება
- ამიერკავკასიის მთავრობის დეკლარაცია
- ამიერ-კავკასიის კომისარიატის მოწოდება კავკასიის ფრონტის ჯარებისადმი
- დეკრეტი ამიერკავკასიაში ერობის შემოღების შესახებ
- გ. ვეშაპელის სტატია გაზეთ "საქართველოში" - "ამიერიკავკასიის რესპუბლიკა"
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი