გოგიჩაიშვილი ფილიპე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გოგიჩაიშვილი ფილიპე“ გადაიტანა გვერდზე „ფილიპე გოგიჩაიშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფილიპე გოგიჩაიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „გოგიჩაიშვილი ფილიპე...)

19:52, 18 იანვარი 2019-ის ვერსია

გოგიჩაიშვილი ფილიპე გაბრიელის ძე (20.I.1872, სოფ. ლანჩხუთი, ოზურგეთის მაზრ. - 29.III. 1950, თბილისი) - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1935), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1945), ქართული ეკონომიკური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1892 წ-დან ეწეოდა სამეცნიერო-პუბლიცისტურ მოღვაწეობას. დაამთავრა ლაიპციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ეკონომიკის განყოფილება ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით (1901). რედაქტორობდა გაზ. „ივერიას“ (1905-1906). სხვადასხვა დროს იყო თბილისის საქალაქო სათათბიროს, აგრეთვე, კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების სტატისტიკური ბიუროს ხელმძღვანელი (1903-1913); სრულიად რუსეთის საერობო კავშირის რწმუნებული ამიერკავკასიაში (1914-1916 ). იყო კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე (1917-1918).

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ მოღვაწეობდა სახელმწიფო კონტროლიორად ანუ მინისტრად (1918-1920). იყო თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და პროფესორი (1918-1950). თსუ-ში კითხულობდა პოლიტიკური ეკონომიის, ფინანსების, სტატისტიკისა და ეკონომიკური აზრის ისტორიის საუნივერსიტეტო კურსს. მისი თაოსნობით სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი. იყო ასევე პოლიტიკური ეკონომიის კათედრის ორგანიზატორი და გამგე; სტატისტიკის კათედრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი.

სოცოცხლის უკანასკნელ წლებში შეთავსებით მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში (1945-1950 ). ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას. მის სამეცნიერო ნაშრომებში ძირითადად შესწავლილია საქართველოს და ამიერკავკასიის სხვა ქვეყნების სოციალურ=ეკონომიკური დასაზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხები. მისი პირველი კაპიტალური გამოკვლევა იყო ლაიპციგის უნივერსიტეტში დაცული სადოქტორო დისერტაცია: „ხელოსნობა საქართველოში“, რომელიც ტიუბინგენში გერმანულ ენაზე წიგნად გამოიცა (1901) და ევროპას საქართველოს ეკონომიკა გააცნო. მისი რედაქციით რუსულ ენაზე გამოიცა ორტომიანი ნაშრომი „სტატისტიკური ცნობების კრებული კერძო მიწათმფლობელობის შესახებ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში“ (1910). მისი უშუალო მონაწილეობით ითარგმნა და რედაქტირებულ იქნა კ. მარქსის თხზულებანი, კერძოდ, „კაპიტალის“ I (1930), II და III ტომები (1932-1934), „ფილოსოფიის სიღატაკე“ (1931), „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის“ (1932 წ.), „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“ (1940 წ.), დ. რიკარდოს „პოლიტიკური ეკონომიისა და დაბეგვრის საფუძვლები“ (1937 ), ა. სმიტის „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ (ტ. I, 1938) და სხვ.

მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ფოლკლორისტიკის წინაშე. 1904 მან ანდერძით მიიღო პ. უმიკაშვილის მიერ შეკრებილი ქართული ფოლკლორის ნიმუშების მდიდარი კოლექცია, რომლის ნაწილი 1905 გამოსცა ვრცელი წინასიტყვაობით („სახალხო ლექსები“). 1937 გამოსცა ამ კოლექციის პოეტური ნაწილი („ხალხური სიტყვიერება“, ტ. I).

ფ. გოგიჩაიშვილის ნეშტი 2002 წ-ის 13 სექტემბერს ვაკის სასაფლაოდან გადაასვენეს თსუ-ის პანთეონში. 2008 საქართველოს მეცნ. ეროვნულმა აკადემიამ დააწესა მისი სახელობის პრემია ეკონომიკის დარგში.

თხზულებები

  • ფ. გოგიჩაიშვილი, რჩეული ნაწერები, პ. გუგუშვილის რედ., ტ. I, თბ., 1974;
  • ხელოსნობა საქართველოში, თბ., 1976;
  • Малоземелье среди крестьян Закавказья, Тфл., 1903;
  • Das Gewerbe in Georgien unter besonderer Berücksichtigung der primitiven Betriebsformen, Tübingen, 1901


ლიტერატურა

  • პ. გუგუშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, ბიბლიოგრაფია, თბ., 1973;
  • ო. საღარეიშვილი, ბურჯი ქართული ეკონომიკური აზროვნების აღორძინებისა, თბ., 2003;
  • გოგიჩაიშვილი ფილიპე გაბრიელისძე, ენც. „საქართველო“, ტ. II, თბ., 201

იხილე აგრეთვე

ფილიპე გოგიჩაიშვილი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები