ბარხუდაროვი არშაკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბარხუდაროვი არშაკ''' - (1870, ტფილისი - ?) - საქართველოს დემოკრატიუ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბარხუდაროვი არშაკ“ გადაიტანა გვერდზე „არშაკ ბარხუდაროვი“)

23:03, 15 იანვარი 2019-ის ვერსია

ბარხუდაროვი არშაკ - (1870, ტფილისი - ?) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. სომხური ნაციონალისტური პარტიის ლიდერი.

ბიოგრაფია

1885 ვერცხლის მედალზე დაამთავრა თბილისის გიმნაზია. უმაღლესი იურიდიული განათლება რუსეთში, მოსკოვის უნივერსიტეტში მიიღო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ნაფიც ვექილად. ჩართული იყო პოლიტიკურ საქმიანობაში, იყო კადეტთა პარტიის წევრი.

1918 წლის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ სომეხთათვის გამოყოფილი კვოტით შევიდა პარლამენტში, წევრად დაასახელა კადეტთა პარტიამ. პარლამენტში იყო სომეხთა ნაციონალისტური ფრაქციის თავმჯდომარე.

სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119, 127;
  • გაზ. „ერთობა“, 1918, №207;
  • РГИА, Ф. 733 Оп. 165 Д. 255.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები