ბარხუდაროვი არშაკ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბარხუდაროვი არშაკ - (1870, ტფილისი - ?) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. სომხური ნაციონალისტური პარტიის ლიდერი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
1885 ვერცხლის მედალზე დაამთავრა თბილისის გიმნაზია. უმაღლესი იურიდიული განათლება რუსეთში, მოსკოვის უნივერსიტეტში მიიღო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ნაფიც ვექილად. ჩართული იყო პოლიტიკურ საქმიანობაში, იყო კადეტთა პარტიის წევრი.
1918 წლის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ სომეხთათვის გამოყოფილი კვოტით შევიდა პარლამენტში, წევრად დაასახელა კადეტთა პარტიამ. პარლამენტში იყო სომეხთა ნაციონალისტური ფრაქციის თავმჯდომარე.
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.
- ირაკლი ირემაძე
ლიტერატურა
- სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119, 127;
- გაზ. „ერთობა“, 1918, №207;
- РГИА, Ф. 733 Оп. 165 Д. 255.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი