პოლონეთი
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:PoloneTis droSa.jpg|thumb|230პქ|'''პოლონეთის დროშა''']] | ||
'''პოლონეთი''' (Poland – პოლონეთის რესპუბლიკა), [[სახელმწიფო]] ცენტრალურ [[ევროპა|ევროპაში]], | '''პოლონეთი''' (Poland – პოლონეთის რესპუბლიკა), [[სახელმწიფო]] ცენტრალურ [[ევროპა|ევროპაში]], | ||
მდინარეების ვისლისა და ოდერის აუზში. ქვეყანას ჩრდილოეთით ესაზღვრება ბალტიის ზღვა. | მდინარეების ვისლისა და ოდერის აუზში. ქვეყანას ჩრდილოეთით ესაზღვრება ბალტიის ზღვა. |
მიმდინარე ცვლილება 11:47, 19 ივნისი 2018 მდგომარეობით
პოლონეთი (Poland – პოლონეთის რესპუბლიკა), სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში, მდინარეების ვისლისა და ოდერის აუზში. ქვეყანას ჩრდილოეთით ესაზღვრება ბალტიის ზღვა.
ფართობი 312,7 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 39,8 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – პოლონური.
დედაქალაქი – ქ. ვარშავა.
ადმინისტრაციულად იყოდა 16 სავოევოდოდ.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს სეიმს და სენატს (პარლამენტი), აღმასრულებელი – პრეზიდენტს და მინისტრთა საბჭოს (მთავრობას).
პოლონეთი ნატოს წევრი ქვეყანაა.
განვითარებულია ინდუსტრიულ-აგრარული დარგი. ძირითადი მრეწველობაა მანქანათმშენებლობა. პოლონეთის ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია მსოფლიოში ქვანახშირის, გოგირდის, ვერცხლის, მოპოვებაში, თუჯის გამოდნობაში. წარმოადგენს ბრინჯაოს, თითბერის, ტყვიის, ალუმინის მსხვილ მწარმოებელს. განვითარებულია ქიმიური, მსუბუქი, და კვების მრეწველობა. ასევე – გემთმშენებლობა, ავიამშენებლობა და სამხედრო მრეწველობა. სოფლის მეურნეობა თითქმის მთლიანად აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნილებას კვების პროდუქტებზე.
მსხვილი საზღვაო პორტებია: გდანსკი, გდინია, სვინოუისცე, შჩეცინი. საერთაშორისო აეროპორტია - ოკენცე (ვარშავა).
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 100 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 50 ათ., სამხედრო- საჰაერო 18 ათ., სამხედრო-საზღვაო 9 ათ., სასაზღვრო 14,1 ათ. და შინაგანი ჯარები 8,9 ათ., რეზერვი – 240 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული მეთოდით.