ნაპოლეონ I ბონაპარტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 20: ხაზი 20:
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:საფრანგეთის მხედართმთვრები]]
+
[[კატეგორია:ფრანგი მხედართმთვრები]]
 
[[კატეგორია:საფრანგეთის გენერლები]]
 
[[კატეგორია:საფრანგეთის გენერლები]]
 
[[კატეგორია:საფრანგეთის იმპერატორები]]
 
[[კატეგორია:საფრანგეთის იმპერატორები]]

17:35, 1 მაისი 2018-ის ვერსია

ნაპოლეონ I - ნაპოლეონ ბონაპარტი - (Napoleon Bonaparte) (1769-1821), მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე, საფრანგეთის იმპერატორი (1804 წლის 14 მარტი და 1815 წლის ივნისი).

დაიბადა კუნძულ კორსიკაზე. არმიაში სამსახური დაიწყო 1785 წელს არტილერიის უმცროსი ლეიტენანტის წოდებით; საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის პერიოდში ბრიგადის გენერლის წოდებას მიაღწია (1793). 1796 წლიდან არმიას სარდლობდა.

1799 წლის ნოემბერში მოახდინა სამხედრო გადატრიალება, რომლის შედეგად პირველი კონსული გახდა და მალე მთელი ძალაუფლება იგდო ხელთ. 1804 წელს იმპერატორად ეკურთხა. წარმატებული ომებით მნიშვნელოვნად გააფართოვა იმპერიის ტერიტორია და თავისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოაქცია დასასვლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების უმრავლესობა.

1812 წელს, რუსეთში წარუმატებელი ლაშქრობის შემდეგ (ნაპოლეონის ლაშქრობა რუსეთში), იწყება მისი იმპერიის ნგრევა.

1814 წელს ანტიფრანგული კოალიციის ჯარების პარიზში შესვლამ ნაპოლეონ I აიძულა გადამდგარიყო. იგი გადაასახლეს კუნძულ ელბაზე. 1815 წლის მარტში ხელახლა დაიკავა საფრანგეთის ტახტი, მაგრამ ვატერლოოსთან დამარცხების შემდეგ ხელმეორედ გადადგა (1815 წლის 22 ივნისს). სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა ინგლისელთა ტყვეობაში წმინდა ელენეს კუნძულზე.

სამხედრო ისტორიოგრაფია ნაპოლეონ I-ს, როგორც მხედართმთავარს, მაღალ შეფასებას აძლევს. სამხედრო საქმის განვითარებისათვის მან ოსტატურად გამოიყენა საფრანგეთის რევოლუციის მიერ შექმნილი ობიექტური პირობები. მისმა მხედართმთავრულმა ხელოვნებამ დიდი გავლენა მოახდინა XIX საუკუნის სამხედრო საქმის განვითარებაზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები